რეგისტრირებული ფაქტები92254
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე მიხეილის ასულ ნადიროვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს, დუქნებსა და მიწის ნაკვეთს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ზაქარია ივანეს ძე ვახვახიშვილს თელავში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიშენებით, ორსართულიანი კოშკით, ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სოფიო ივანეს ასულ შახაზიზოვ-კამსარაკანს კოჯორში ქვითკირის სამსართულიანი და ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორი დამხმარე შენობითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მანუკ სტეფანეს ძე მამიკონოვის ბაქოში მდებარე ქვითკირის 2 ერთსართულიან სახლს სარდაფთან, 2 ერთსართულიან ფლიგელსა და მიწის ნაკვეთთან ერთად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში გამართულ კრებაზე წინამძღვარიანთკარის სკოლას ა. ნ. ვაჩნაძემ, ი. ზ. ვაჩნაძემ, ლ. ნ. ყარალაშვილმა, ე. ს. ჯანდიერმა და გ. ზ. ანდრონიკაშვილმა თითო მანეთი შესწირეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სერგო ავეტიქის ძე აირაპეტოვს თბილისში, ფეთხაინის მოსახვევში, ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ოთხი ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ეფროსინე შევარდენის ასულ ჯღანჯღავას ფოთში ხის 3 ერთსართულიანი სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაბო აბოვიანცი მენახშირედ მუშაობდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ს. კოხტაშვილი თიანეთის მამასახლისის ნაცვალი იყო.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ეკატერინე მიხეილის ასულ ნადიროვს თბილისში ქვითკირის ორსართულიანი სახლი, დუქნები და მიწის ნაკვეთი ჰქონდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე მდივანი რკინის გზის ობერკონდუქტორი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ცვეტკოვი ბათუმის პოლიციის უფროსის თანაშემწე იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ბარბარე სოლომონის ასულ ნაკაშიძის ქუთაისში მდებარე ქვითკირის სამსართულიან სახლს ორსართულიანი დამხმარე შენობით, თავლით, აბანოთი და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში გამართულ კრებაზე წინამძღვარიანთკარის სკოლას დ. ვ. ხიზანაშვილმა, გ. ხ. ნამორაძემ, გ. დ. გოჯიაშვილმა და თ. ნ. ჯღუთაშვილმა თითო მანეთი შესწირეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ცანავა თიანეთის მაზრის საქმისმწარმოებლად მუშაობდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სერგო ავეტიქის ძე აირაპეტოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს ოთხი ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ერასტი სიმონის ძე თუთბერიძე ქუთაისში ეპისკოპოსის მდივანი იყო.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ბარბარე სოლომონის ასულ ნაკაშიძეს ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, ქვითკირის სამსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი დამხმარე შენობით, თავლით, აბანოთი და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მელანია ივანეს ასულ ფურცელაძის თბილისში, ავჭალის ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ორ ერთსართულიან სახლს სარდაფით, მეზონინითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანტონ ანტონის ძე სალერნის ბათუმში მდებარე 2 ერთსართულიან და 2 ორსართულიან სახლს სარდაფით, მეზონინითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში გამართულ კრებაზე წინამძღვარიანთკარის სკოლას ლევან გიორგის ძე ჯანდიერმა 5 მან. შესწირა, სალომე ჯანდიერისამ, ლიზა თაბუნიძისამ და დ. ა. ნაუმენკომ – თითო მან., ა. ნ. ჭავჭავაძემ – 3 მანეთი.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნინო სავინის ასულ ფონ-ვისმანისას თბილისში, არტილერიის ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი და ორსართულიანი ფლიგელებით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინო სავინის ასულ ფონ-ვისმანის თბილისში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ერთსართულიანი და ორსართულიანი ფლიგელებით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

