რეგისტრირებული ფაქტები88285
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ფრიდონოვი თბილისის თვითმმართველობის პირველი ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, მიხეილ ალიხანოვი თბილისის თვითმმართველობის პირველი ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი პოლიკარპე ნიკოლოზის ძე მაჭარაძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი ილარიონ ლევანის ძე მანჯგალაძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ელ დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ არჩილ ჯაჯანაშვილი წერს, როგორ მოახერხა საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რეფორმების გატარება, სახელმწიფოში წესრიგის დამყარება, რუსეთის ბატონობის მოსპობა; როგორ კეთილსინდისიერად მოიქცა გერმანიის სახელმწიფო, თავისი ძლიერება საქართველოს წინააღმდეგ არ გამოიყენა და საქართველოსაც არ დასჭირვებია გერმანიის დახმარება სახელმწიფოებრივი წეს-წყობილების აღსადგენად.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რაჟდენ წივწივაძის მიერ აშენებული თეატრიდან ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ კორნელი ალექსის ძე ქაცარავა, სერგო დავითის ძე მამალაძე და მათე ვასილის ძე ბახტაძე ხონის თეატრის დასის წევრები გახდნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რაჟდენ წივწივაძის მიერ აშენებული თეატრიდან ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ გიორგი ბახტაძე და ვარლამ ხუროძე ხონის თეატრის დასის წევრები გახდნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ჟურნალის რედაქციამ ჟურნალის სასარგებლოდ გიორგი ბაქრაძისგან 5 მანეთი მიიღო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკო გვარაძე, ვალერიან შალიკაშვილი და მიხეილ ქორელი ხონის თეატრში მსახიობებს ამზადებდნენ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლიდან ლადო ზერაგია, ვლადიმერ ნადარეიშვილი და კოლია წივწივაძე ხონის თეატრის წარმოდგენებში მონაწილეობდნენ.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ივანე აბრამიშვილი იყო მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ შორაპნის მაზრის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 28 წლის ივანე აბრამიშვილი დააპატიმრა.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ლავრენტი აბაშიძე იყო მიწის მუშა.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ შორაპნის მაზრის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 28 წლის ლავრენტი აბაშიძე დააპატიმრა.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული შალვა ამაშუკელი იყო მიწის მუშა.

