რეგისტრირებული ფაქტები90426
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 27 მაისს იაკობ ნიკოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას (მდებ. სასახლის ქუჩა, სახლი N6) შეატყობინა, რომ მარსელიდან უნდა გამოეგზავნა ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის ბრინჯაო და თავადაც ჩამოსულიყო. იგი 3 ივნისს ბათუმში იქნებოდა, საქმეების მოგვარების შემდეგ კი – თბილისში.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 მაისს ძმებ ზუბალაშვილების სახალხო სახლში წარმოადგინეს სპექტაკლები „ქრისტინე“ და „ტიმოთეს ლეღვი“, რომელთა რეჟისორი იყო ვიქტორ მატარაძე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 მაისს ძმებ ზუბალაშვილების სახალხო სახლში გამართული წარმოდგენების „ქრისტინე“ და „ტიმოთეს ლეღვი“ ადმინისტრატორი იყო ა. გოჩიტაშვილი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მაისს ივანე გიორგის ძე ჯორჯაძემ გურჯაანში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით სხდომა მოიწვია.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 16 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გურჯაანის განყოფილების წევრები იყვნენ: ელისაბედ დავითის ასული ჩოლოყაშვილი, გიორგი ციბაძე, ვლადიმერ სინჯიკაშვილი, ალექსი კახაბრიშვილი, გიორგი ზარდიაშვილი, ნანა ჯალიაშვილი და ტარასი ხაჩიძე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გურჯაანის ფილიალის წევრები იყვნენ: გერასიმე იოსების ძე ჭანტურიძე, ლევან ნიკოლოზის ძე გოზალიშვილი, სარქის ვართანიანი, ელიზავეტა აბაშიძე, გიორგი იაკობაშვილი, მიტო ოდიშელიძე, მიხა ჯოხაძე, გ. გ. ვახვახიშვილი.

