რეგისტრირებული ფაქტები81501
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ ბადრიძეს 7.80 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ჭიათურაში შავი ქვის მრეწველთა კრების თავმჯდომარე, გიორგი ზდანოვიჩი ჭიათურის საეკლესიო-სამრევლო სკოლას ეწვია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს გამართულ მეღვინე-მევენახეთა კრებაზე საუფლისწულო მამულის თბილისის სარდაფის გამგე გ. ი. გოგოლ-იანოვსკიმ წაიკითხა მოხსენება იმის თაობაზე, რუსეთში რა გავლენა იქონია მეღვინეობაზე მაგარ სასმელებზე მონოპოლიის შემოღებამ და სასურველი იქნებოდა თუ არა მისი კავკასიაში შემოღება.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატაში განიხილეს ლორის მხარის ბოქაულად ნამყოფი კონსტანტინე ვაჩნაძის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა სამსახურის დროს ბოროტმოქმედების ჩადენა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე თბილისის სასწავლებელთა გამგე კომისიამ დადგენილების თანახმად ქალაქის სკოლების სამეურნეო ნაწილის გამგედ დანიშნა არშაკ იაკობის ძე მხითარიანი, რომელსაც დაენიშნა წლიური ჯამაგირი 720 მანეთი.
1901
ტიპი: გარდაცვალება
1901 წლის 12 ოქტომბერს ჭელიშის მონასტრის წინამძღოლი დანიელ ახვლედიანი გარდაიცვალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 ოქტომბერს თბილისის ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მონაწილეობით წარმოადგინა მიხეილ ნასიძის მიერ თარგმნილი დრამა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 28-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 28-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე რატიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოახსენა, რომ საჭირო იყო წინარეხის სკოლის რევიზია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილის ინიციატივით საზოგადო კრება 28 ოქტომბრის 11 საათზე დანიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ თონეთის სკოლის რევიზიის საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოახსენა, რომ საჭირო იყო თონეთის სკოლის რევიზია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ივანე რატიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წინაშე პირველი და მეორე სამკითხველოს შესახებ მოხსენებით წარდგა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელთუბნის სკოლის რევიზიის საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.