საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90418

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სომხური სასულიერო სასწავლებლის მე-7 კლასის მოსწავლე ა. ა. აგაბეკიანცი გაუსაძლისი მატერიალური პირობების გამო მტკვარში გადახტა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ა. ხატისოვი წაიკითხავდა ლექციას „ჭლექი და საშვალებანი მის წინააღმდეგ“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ ლიხაურში ლარ. თაყაიშვილი დააპატიმრეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ ხვარბეთში ადალო გობრონიძე, რაფიელ ბოლქვაძე და მ. რუსეიშვილი დააპატიმრეს.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ შემოქმედში დათონაიშვილმა და თიკანაძემ ი. ბურჭულაძე მოკლეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაიმართა სოფელ იანეულის ორკლასიანი სასწავლებლის კრება, რომელსაც სკოლის გამგე ისაკი კეკელიძე და მზრუნველი მიხეილ კეკელიძე ესწრებოდნენ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, იანეულის ორკლასიანი სასწავლებლის დამფუძნებელი ლავრენტი კეკელიძე იყო.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ლავრენტი კეკელიძე მღვდელი იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ეგნატე ხრამელაშვილი არტელ „ვარიაგის“ ახალი რწმუნებული და წესდების შემქმნელი იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

ქშწკგ საზოგადოების კავკავის განყოფილების 1909 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშის თანახმად, იოსებ სოლომონის ძე ხოლოევმა ბანკში 200 მანეთი შეიტანა სკოლის სახელზე.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს აკაკი წერეთლის თხოვნა აპრილის, მაისისა და ივნისის პენსიის წინასწარ მიცემის შესახებ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბ. რაიტლის რეჟისორობით სახალხო სახლთან არსებული მუსიკალური საზოგადოება 14 მარტს ოთხმოქმედებიან ოპერა „რიგოლეტოს“ წარმოადგენდა. დირიჟორი – ბ. ვინჩენკო. ბილეთის ფასი 5 კაპიკიდან 80 კაპიკამდე იქნებოდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ა. დოლიძე სახალხო სახლთან არსებულ მუსიკალურ საზოგადოებაში ადმინისტრატორად მუშაობდა.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ნ. ი. ბოზარჯიანცის სახლი მყიდველებს უმაღლესი ხარისხის პაპიროსებს „ივან და მარის“ სთავაზობდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გამოვიდა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, რომელშიც ედმონ როსტანის პიესა „შანტეკლე“ დაიბეჭდა. რედაქტორ–გამომცემელი იოსებ იმედაშვილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ავჭალის N34-ში კბილის ექიმი რომანაშვილ-დგებუაძისა პაციენტებს 2-დან 6 საათამდე იღებდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქ. პოლტავის საგანგებო საქმეთა გამომძიებელმა ო. ვოზნესესკიმ პოლიტიკური დანაშაულისთვის მღვდელი პროკოპოვიჩი დაატუსაღა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სამსახურიდან დათხოვნილმა „გოროდავოიმ“ ბოქაული პადეისკი მსუბუქად დაჭრა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მოსკოვის საგანგებო საქმეთა გამომძიებლის განკარგულებით ვოლკონსკი პეტერბურგში დააპატიმრეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ვლადიკავკაზში მეცხვარეთა კავშირის თავმჯდომარე მამონტოვი დაატუსაღეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ნიგოითსა და საჯავახოს სადგურებს შორის მატარებელზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა, რომლის დროსაც გარდაიცვალნენ: მეგრელიშვილი, სტროგანოვი, ჟურავლიოვი, ხომენკო და შვარაშეინიკოვი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ა. გ. რჩეულოვმა თავად-აზნაურთა დეპუტატების საკრებულოში ქართული თეატრის იჯარით აღების თაობაზე განცხადება შეიტანა. იჯარის სახით ის 14 000 მანეთს იძლეოდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისში ლვოვ-რაგოჩევსკის ელოდნენ, რომელიც წაიკითხავდა 3 ლექციას თემაზე: „მ. გორკი და ბალმონტი“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ა. ნ. ლისოვსკი სახალხო უნივერსიტეტში წაიკითხავდა ლექციას „მე-19 საუკუნის შესავალი და საფრანგეთის დიდი რევოლუცია“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 9 მარტს მე-8 საპოლიციო უბანში კ. ზ. რევაზოვი დააკავეს.