საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90418

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ნაგურსკიმ და დ. ყიფიანმა ჟურნალისტთა საზოგადოების მიერ არჩეულ პატივის აღმდგენ სასამართლოდან სპასსკი და მამულაიშვილი გადააყენეს.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გარდაიცვალა განმათავისულებელი მოძრაობის მებრძოლი გრიგოლ კალანდაძე.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, კავკასიელ ქალთა საზოგადო კრებაზე განიხილეს საროსკიპოებისა და ვენდაავადებათა საკითხი. კრებას თავმჯდომარეობდა თარხანოვისა, მონაწილეობდნენ: ისტამანოვი და შერბანინა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, რუსეთის დუმის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ და შრომის ჯგუფმა პროტესტი გამოუცხადეს თავმჯდომარე ს. შიდლოვსკის, რომელმაც ნება დართო პურიშკევიჩს ლანძღვით მოეხსენიებინა მოსწავლე-ახალგაზრდობა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 და 12 მარტს თბილისის დრამატული დასი ჭიათურაში წარმოადგენდა სპექტაკლებს: „ჰამლეტი“ და „ურიელ აკოსტა“. დასის წევრები: თ. მდივანი, ბ. რიონელი, პ. შოთაძე, ვლ. ალექსი-მესხიშვილი, კ. მესხი, ი. ზარდალიშვილი, თ. ივანიძე, ვ. ურუშაძე, ი. ჟივაძე, მ. მატარაძე, ბ. ბეგლარიძე, ა. ალექსიძე, ი. გრიშაშვილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 13 მარტს თბილისის დრამატული დასი ქუთაისში წარმოადგენდა სპექტაკლებს: „ჰამლეტი“ და „ურიელ აკოსტა“. დასის წევრები იყვნენ: თ. მდივანი, ბ. რიონელი, პ. შოთაძე, ვლ. ალექსი-მესხიშვილი, კ. მესხი, ი. ზარდალიშვილი, თ. ივანიძე, ვ. ურუშაძე, ი. ჟივაძე, მ. მატარაძე, ბ. ბეგლარიძე, ა. ალექსიძე, ი. გრიშაშვილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 17 მარტს თბილისის დრამატული დასი სამტრედიის რკინიგზის თეატრში წარმოადგენდა სპექტაკლს „ჰამლეტი“. დასის წევრები: თ. მდივანი, ბ. რიონელი, პ. შოთაძე, ვლ. ალექსი-მესხიშვილი, კ. მესხი, ი. ზარდალიშვილი, თ. ივანიძე, ვ. ურუშაძე, ი. ჟივაძე, მ. მატარაძე, ბ. ბეგლარიძე, ა. ალექსიძე, ი. გრიშაშვილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 18 და 19 მარტს თბილისის დრამატული დასი ფოთში წარმოადგენდა სპექტაკლებს: „ჰამლეტი“ და „ურიელ აკოსტა“. დასის წევრები: თამარ მდივანი, ბაბო რიონელი, პელაგია შოთაძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, კოტე მესხი, იუზა ზარდალიშვილი, თამარა ივანიძე, ვასილ ურუშაძე, ი. ჟივაძე, მ. მატარაძე, ბ. ბეგლარიძე, ალექსანდრე ალექსიძე, იოსებ გრიშაშვილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 16 მარტს ქუთაისის თეატრში გაიმართებოდა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის სპექტაკლები: „შავი ბერი“ და „სიკვდილი ნაპოლეონისა“

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს იროდიონ ევდოშვილი გაზეთ „ახალ სხივში“ ბუკის ფსევდონიმით პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სილოვან თოიძე სამედიატორო სასამართლოში იწვევდა გაზეთის პუბლიკაციების ავტორს „ბუკს“. ს. თოიძის მეიდატორები იქნებოდნენ პედაგოგები: გიორგი ქილიფთარი და ნანიკო მჟავანაძე.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქუთაისში „კიწმარიშვილის და ამხანაგობის“ თესლის გამყიდველი მაღაზია ფუნქციონირებდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, კბილის ექიმი პ. ა. ქაჯაია პაციენტებს თუმანოვის 17 ნომერში 9-დან 19 სთ-მდე იღებდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 9 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნატორის ნებართვით ილია ლუკას ძე ბახტაძე საჯარო ლექციებს: „ბატონყმობა და დანიელ ჭონქაძე“, „ახალგაზრდა პოეტები. ვარლამ რუხაძე და მისი პოეზია“ ქუთაისში , ფოთში, სოხუმში, ოზურგეთში, სამტრედიაში, ნაოღალევსა და ჭიათურაში წაიკითხავდა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 9 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ვაჭარი ბ. კირიმ-ომარ-ოღლი ცოლმა, ა. ა. კრივონოგოვამ დანით მოკლა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 6 მარტს თბილისში, კახეთის მოედანზე, თელავის მაზრის მცხოვრები, 47 წლის ა. პ. ხარატიშვილი უეცრად გარდაიცვალა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 9 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გარდაიცვალა სარატოვის ოლქის მცხოვრები, 58 წლის მოსე კუსკისი.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 6 მარტს ანტონიევის ქუჩაზე მეეზოვე დ. ნ. შიუკაშვილმა უმიზეზოდ ნავთი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა ივ. რაზმაძეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 3 მარტს სოფელ ფარცხანაყანევის მცხოვრები ვასილ კოხრეიძე და ხონის მცხოვრები ვასილ სვანიძე ხონიდან ქუთაისში მიმავალ ეტლს თავს დაესხნენ და გაძარცვა მოინდომეს. თავდამსხმელები შეიპყრეს.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 9 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, პ.მასალკინს უცხოეთში წასვლის ნება მიეცა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 6 მარტს სახაზინო თეატრში პ. სობოლევსკიმ წაიკითხა ლექცია აფრიკაში მოგზაურობის შესახებ.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 9 მარტის გაზეთ „ახალ სხივში“ უდროოდ გარდაცვლილი სევასტი მურვანიძის მეგობრების: სიმონა დო-ძის, ბესო ჭ-სელისა და ვალიკო გ-რის სამგლოვიარო წერილი გამოქვეყნდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 მარტის გაზეთ „ახალ სხივში“ სტეფანე ჭრელაშვილის კრიტიკული წერილი დაიბეჭდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას 1909 წლის შემოსავლის 20% – 71. 40 მანეთი გაუგზავნა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 7 მარტს კონსტანტინე იოსების ძე გამყრელიძის მოწვევით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წინასწარი კრება გაიმართა. კრებას 30 კაცი ესწრებოდა.