რეგისტრირებული ფაქტები89466
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტროფიმოვი 21-ე არტილერიის ბრიგადის წევრი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით არგენტოვს პორუჩიკის წოდება მიანიჭეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ტრუბეცკოის შტაბ-როტმისტრის წოდება მიანიჭეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებულ ოთხმოქმედებიან კომედიაში „ეხლანდელ სიყვარულში“ ერთგული, ჭკუამოკლე პერონაჟის გეგეს როლი კ. მ. მაქსიმიძემ მარდად, გამბედავად და ჩვეული განცდებით ითამაშა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არგენტოვი დაღესტნის 82-ე ქვეითი პოლკის პოდპორუჩიკი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბერიძეს პოდ-პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ბერიძე კავკასიის კავალერიის ესკადრის მე-2 განყოფილების უფროსად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით იოსებ ხოჯაევი საგუბერნიო სამმართველოს საქმისმწარმოებლის თანაშემწედ დანიშნეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 აპრილის ღამეს სპარსეთის ქვეშევრდომის მაშადი-ისზი-გადჟი-კერიმ-ოღლის საქონლის საწყობი გაძარცევს და 980 მანეთის ღირებულების საქონელი გაიტანეს. დამნაშავის საპოვნელად გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მხატვარ მიხაი ზიჩს „ვეფხისტყაოსნიდან“ ავთანდილისა და ფატმანის მარტო ყოფნა ჰქონდა დახატული, რომელსაც ვენაში სურათები გადაუღეს და ამ სურათების მბეჭდავმა „ვეფხისტყაოსნის“ გამომცემლებს გაუგზავნა წერილი წიგნის ფორმატისა და ტექსტის ზომები მიეწერათ, რათა სურათები დაემზადებინა გამოცემისთვის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი ქართული ხოროს შესახებ გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ქართული ხოროს ლოტბარად და ხელმძღვანელად იოსებ ივანეს ძე რატილი მოიწვიეს.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ზურაბ დავითის ძე ოდიშელიძე იყო სამეფო კარის მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი კონსტანტინე მიხეილის ძე ჭიჭინაძე იყო კოლეგიის რეგისტრატორის თანამდებობის შემსრულებელი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა ვასილ ევდემონის ძე კოზმინი, რომელიც იყო საეკლესიო მამულების საქმეთა სტოლონაჩალნიკის, ზურაბ დავითის ძე ოდიშელიძის მოადგილე.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა ივანე პეტრეს ძე არჯევანიძე, რომელიც იყო საეკლესიო მამულთა მმართველი თბილისისა და თიანეთის ოლქებში.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ივანე პეტრეს ძე არჯევანიძე იყო სამეფო კარის მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა კრავჩინსკი, რომელიც იყო საეკლესიო მამულთა მმართველი გორის ოლქში.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი კრავჩინსკი იყო კოლეგიის მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა იაკობ ივანეს ძე მაჩინსკი, რომელიც იყო საეკლესიო მამულთა მმართველი საგურამო-გლდანის ოლქში.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს იმიერ და ამიერკავკასიის მთიანეთის სამმართველოში მსახურობდა ეგორ გრიგოლის ძე ასან-ჯალალოვი, რომელიც იყო VII კლასის საქმისმწარმოებელი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს იმიერ და ამიერკავკასიის მთიანეთის სამმართველოში მსახურობდა ალექსანდრე ოსიპის ძე გულიშამბაროვი, რომელიც იყო VIII კლასის საქმისმწარმოებელი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს VIII რიგის ტიტულოვანი მრჩეველი ნიკოლოზ ეფრემის ძე სტაროსლავსკი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს მთის განვითარების განყოფილებაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ იმიერ და ამიერკავკასიის მთიანეთის სამმართველოს თანამშრომელი ეგორ გრიგოლის ძე ასან-ჯალალოვი იყო სამეფო კარის მრჩეველი.

