რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, კავკასიის ნამესტნიკის თანაშემწემ სენაკის მაზრის მცხოვრებ ვასილ ნ. გუნიას სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მისცა.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, პოლიციამ სომხის ბაზარში გორის მაზრის მცხოვრები დ. დ. ათანელოვი დააკავა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, დაკარგულ ბადალ მკირტის ძე კაჭარიანის მოსაძებნად პოლიციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 4 მარტს ვაკეში პოლიციელი ძაღლების გამოცდა მოეწყო, რომელსაც პოლიცმეისტერის თანაშემწე სტროევი და ბოქაულები ესწრებოდნენ.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ფოთში ბარაკიდან ინფექციური დაავადების მქონე პაციენტი კარაფა კარაბუტი გაიქცა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ფოთში ექიმი დავით ღამბაროვი ყელჭირვებით (ქუნთრუშა) ავად გახდა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ქრისტეფორე გურგენიძემ, გიორგი გეგაძემ და ი. მგელაძემ სევასტი მურვანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოაქვეყნეს.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 1-ელ მარტს ოზურგეთში აფთიაქის შეგირდ პ. ზედგენიძეს შემთხვევით რევოლვერი გაუვარდა და გიორგი დუმბაძე მოკლა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 28 თებერვალს სოფელ ასკანაში თალაკვაძის სახლიდან გამოსული ისაკი თოიძე 30-მდე ჩასაფრებულმა „სტრაჟნიკმა“ (სოფლის პოლიციელი) მოკლა.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, დაპატიმრებულ ფ. და გრ. ღლონტებს ერთთვიანი პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო რ. ღლონტი გაათავისუფლეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქალაქის საბჭოს მიერ მოწვეული ბელგიელი ინსტრუქტორი ლებონი თბილისში ტრამვაის გადაადგილების საკითხებზე მუშაობდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა გაზეთ „ვოხროჟდენიეს“ რედაქტორი იყო.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბათუმში 3 ქართული დასი ფუნქციონირებდა: გიგას და უ. მამულოვის დასი და ადგილობრივ სცენისმოყვარეთა ჯგუფი, რომელსაც ბ. ხარიხაშვილი რეჟისორობდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 3 მარტს ლავრენტი მელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჟენევიდან მისწერა, რომ პეტრე ზუბალაშვილის დაარსებული ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის შემდეგ საქართველოში გამოსაგზავნ წიგნებს აკლდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი გამოცემა. ძიების შემდეგ მიაკვლიეს 5 წიგნს, რომლებიც ვიღაცას გაეყიდა. ეს წიგნები, ლავრენტი მელაძის თქმით, ერთ-ერთმა ამხანაგმა გამოისყიდა და მელაძე საზოგადოებისაგან ამ თანხის გაგზავნას ითხოვდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის მარტში იოსებ აბაკელია გადაასახლეს ციმბირში, მაგრამ რექტორ მანუილოვისა და სტუდენტთა შუამდგომლობით ადმინისტრაციამ გააუქმა თავისი დადგენილება.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის მარტში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი დრამატულმა საზოგადოებამ რეჟსორად დანიშნა. იგი უსასყიდლოდ მუშაობდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის მარტში ბეგლარ ახოსპირელი ქართულ თეატრში მსახიობთა ამხანაგობის მიერ დადგმული სპექტაკლების სუფლიორი იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის მარტში ჭიათურის დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გედევან გედევანოვი ჭიათურაში მიეწვია, საიუბილეო წარმოდგენა იქაც გაემართა და შემოსული თანხა იუბილარისთვის გადაეცა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის მარტში ჭიათურის დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გედევან გედევანოვის საიუბiლეო საღამოზე ადრესის წასაკითხად და საჩუქრის გადასაცემად სოფრომ ტარუაშვილი გაეგზავნათ.

