რეგისტრირებული ფაქტები87657
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 37-ე სხდომას დაესწრნენ გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე ჯაფარიძე, გიორგი დეკანოზიშვილი და არჩილ ჯორჯაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 37-ე სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ელიავა, დავით კარიჭაშვილი, ივანე გომართელი და ივანე რატიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 ნოემბერს ცაგერის საკრებულოს ტაძარში ლეჩხუმის თავადაზნაურობამ გადაიხადა ლუარსაბ მიხეილის ძე ყრუაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელზეც თავადაზნაურობის წინამძღოლი იასონ გელოვანი სიტყვით გამოვიდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს მღვდელმა ოდენოვმა სურამის სახალხო ბიბლიოთეკას „ბარამიანი“ და „მოლა-მასრადინა“ შესწირა, ივანე გრინოვმა – ლერმონტოვის „დემონი“ და ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდი“.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის ოქტომბერში ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანი გარდაიცვალა. იგი 23 ოქტომბერს ახალ სენაკში ჩამოასვენეს და 24 ოქტომბერს დაკრძალეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს აგრაფინა აბაზაძემ სურამის სახალხო ბიბლიოთეკას „სამი არაკი“ შესწირა, სპირიდონ თორთლაძემ – „შალვას ნანახი ხატი“.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს დავით სიმონის ძე მესხს სერგეი სიმონის ძე მესხის სახელზე სოფელ რიონში, სადაც განსვენებული იყო დაკრძალული, ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დაარსება სურდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში ქართველმა ბარიტონი სერგო ევლახიშვილმა მილანში დადგმულ ერთ-ერთ ოპერაში მონაწილეობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ გამართულ ღონისძიებაზე ალექსანდრე გარსევანიშვილი მსმენელს ილიას პოეზიის მთავარ მოტივებზე ესაუბრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ნოემბერს ქუთაისში ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე ნიკოლოზ გვარაძემ და ვარლამ რუხაძემ ლექსები წაიკითხეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსანდრე გარსევანიშვილმა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის სახელით ივანე გველესიანის მემკვიდრეებს უნივერსიტეტისთვის 200 მანეთის შეწირვის გამო მადლობა გადაუხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბერს ხონის კლუბის დარბაზში გაიმართა ქალთა წრის საზოგადო კრება, რომელზეც წრის თავმჯდომარედ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა აირჩიეს.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს სამოილოვ-მიჩურინი საქართველოს რუსული დასის გამორჩეული მსახიობი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს ალექსანდრე გარსევანიშვილი ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ა. ი. ორბელს სტომატოლოგიური კაბინეტი სოლოლაკში, საკუთარ სახლში ჰქონდა გახსნილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ლ დეკემბერს ქუთაისის გამგეობის დარბაზში ქალთა წრის კრებაზე ანტონ ფურცელაძეს საქართველოს ისტორიის შესახებ უნდა ესაუბრა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 28 ნოემბერს ეკატერინე ვასილის ასული ბახტაძისა ხონის ქალთა წრის გამგეობის წევრად აირჩიეს.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის იანვარში ალექსანდრე სერგეევი იყო რუსეთის სადაზღვევო საზოგადოება „იაკორის“ (მისამართი: ერევნის მოედანი, დავით ციციშვილის სახლი N2) მთავარი აგენტი თბილისში.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს კონსტანტინე ყიფიანმა სურამის სახალხო სამკითხველოს თავისი შედგენილი რუსულ-ქართული ლექსიკონი შესწირა.

