საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90418

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 14 თებერვალს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე პეტრ მამრაძე, დიმიტრი დუმბაძე და ალექსანდრე რატიშვილი სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 17 თებერვალს სახალხო სახლში ცნობილი საოპერო მომღერლის, ვან-ბრანდტის კონცერტი გაიმართებოდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის თაოსნობით ვერესოვი წაიკითხავდა ლექციას თემაზე „ალკოჰოლიზმი და მისი შედეგები“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 თებერვალს ნ. ა. ერმოლოვმა სახალხო უნივერსიტეტში პოლიტიკურ ეკონომიაზე ლექცია წაიკითხა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 16 თებერვლის 14 თებერვალს ტრამვაის ვაგონი, რომელსაც ოგ. აკოფიანცი მართავდა, თელავის მაზრის მცხოვრებ გ. გიგაშვილს დაეჯახა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბაღნიევმა სახალხო უნივერსიტეტში ბოტანიკის შესახებ ლექცია ქართულ ენაზე წაიკითხა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ექიმმა პაპისოვმა სახალხო უნივერსიტეტში ვენერიული დაავადებების შესახებ ლექცია წაიკითხა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს გალაკტიონ ტაბიძე დოსტის ფსევდონიმით გაზეთ „ახალ სხივში“ პუბლიკაციებსა და ლექსებს ბეჭდავდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართულ თეატრში წარმოადგინეს შირვანზადეს „ნამუსისთვის“ და ვოდევილი „გულმა იგრძნო“, რომელშიც ვასო აბაშიძე, ტასო აბაშიძე, გედევან გედევანოვი და ნიკოლოზ გვარაძე მონაწილეობდნენ.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბათუმში, დონდუკოვ-კორსაკოვის ქუჩაზე, კ. ა. მაჭარაძისა და პ. ა. ჭეიშვილის ავეჯისა და ჭურჭლის მაღაზია ფუნქციონირებდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ექიმის თანაშემწე ბ. ბრომელმა და ქიმიკოსმა კავკაზიმ ავლაბრის აფთიაქში, რომლის მოიჯარე ბ. ზოლოტნიცკი იყო, რევიზიის დროს ფალსიფიცირებული წამლები აღმოაჩინეს.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 15 თებერვალს დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის მდივნად აირჩიეს.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 15 თებერვალს ალოიზ ბაღდანის ძე შიხინოვი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის ხაზინადრად აირჩიეს.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 15 თებერვალს ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავმა უარი განაცხადა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეობასა და წევრობაზე.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 15 თებერვალს დეპუტატთა საკრებულოში გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების ახალი გამგეობის პირველ კრებას დაესწრნენ გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 15 თებერვალს საზოგადო თეატრში ბარბარე მელიქიანის ბენეფისი გაიმართა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 15 თებერვალს საზოგადო თეატრში ბარბარე მელიქიანის სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავ საღამოზე გაბრიელ სუნდუკიანცი ქართულ-სომხურ ენაზე მომზადებული სიტყვით გამოვიდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 15 თებერვალს საზოგადო თეატრში ბარბარე მელიქიანის სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო საღამოზე ქართული დრამატული საზოგადოების სახელით სიტყვა წარმოთქვა ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავმა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 თებერვალს იასონ ბაქრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ ქუთაისის ფილიალის გამგეობა თანახმა იყო, მონაწილეობა მიეღო საზოგადოების საერთო უწყების გამოცემაში და მათზე დაკისრებული 75 მანეთი ნაწილ-ნაწილ გაეგზავნა მთავარი გამგეობისთვის.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის ლექსი „გულის კვნესა!“ ფშაველას ფსევდონიმით.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა „სიონის მტრედო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატიის „მომავალი მსახიობი“ მე-3 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პარმენ გოთუას მოხსენება „ქართული დრამატული საზოგადოების საგანგებო კრებას“.