საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89466

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტის, ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით თელავში გამართულ სხდომას ესწრებოდნენ: გიორგი ბოჭორიშვილი, ნინა როსტომაშვილი, მიხეილ სოლოვიოვი, კოტე ტარტარიშვილი, ალექსანდრე ვახვახიშვილი და ელისაბედ ქართველიშვილი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტის, ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით თელავში გამართულ სხდომას ესწრებოდნენ: ივანე პაატაშვილი, ნიკიფორე მამინაიშვილი, მაქსიმილიანე ჭავჭავაძე, ალექსანდრე ბარნოვი, მიხეილ ხელაშვილი და ვასილ ბარნოვი.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 3 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ მოიწვია კრება ქ. თელავში. კრებაზე აირჩიეს საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარე – მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე და გამგეობის წევრები: ვასილ ბესარიონის ძე კახიძე და ნიკიფორე იასეს ძე მამინაიშვილი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტის, ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით თელავში გამართულმა სხდომამ უახლოეს მიზნად სახალხო სკოლებისა და სამკითხველოების გახსნა დაისახა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტის, ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით თელავში გამართულმა კრებამ საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის გათვალისწინებით თელავში საზოგადოების განყოფილების გახსნა გადაწყვიტა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 მაისს ციმბირში გადასახლებული თედო სახოკია სოფელ ჟიგალოვოდან ირკუტსკში გამოიქცა, ხოლო იქიდან რკინიგზით − საქართველოში.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 მაისს ირკუტსკის გუბერნიიდან რკინიგზით გამოქცეულმა თედო სახოკიამ სიზრანამდე მეორე კლასის მატარებლით იმგზავრა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის პირველ მაისს თამარ ხარაბაძეს დაენიშნა სტიპენდია 8 მანეთი, ხოლო გიორგი ებრალიძესა და იასონ ჩხენკელს – 10-10 მანეთი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ აღნიშნა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგის საკითხი საზოგადო კრებას უნდა გადაეწყვიტა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს შიო ქუჩუკაშვილის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგედ ხელახლა დანიშვნის შესახებ.

1909

ტიპი: პირადი ინფორმაცია

არჩილ ესტატეს ძე ჩაჩიბაია დაიბადა 1909 წლის 1-ელ მაისს სენაკში.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის მაისში ციმბირის გადასახლებიდან სამშობლოში გამოქცეულმა თედო სახოკიამ მატარებლით რუს ოფიცრებთან ერთად იმგზავრა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის მაისში მატარებლით გამოქცეული თედო სახოკია თბილისში უვნებლად ჩავიდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის მაისში ირკუტსკიდან მატარებლით გამოქცეულმა თედო სახოკიამ თბილისში მეგობრები მოინახულა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის მაისში მატარებლით გამოქცეული თედო სახოკია თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა.

1909

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1909 წლის მაისში ციმბირის გადასახლებიდან გამოქცეულ თედო სახოკიას ბათუმში მეუღლე ნადე კეკლია და ორი წლის ქალიშვილი თინა დახვდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის მაისში ციმბირის გადასახლებიდან საქართველოში გამოქცეულ თედო სახოკიას ბათუმში დახვდნენ მეგობარი ბეგები, რომლებმაც თედო საზღვარზე გადასაყვანად ერთ ლაზს ჩააბარეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის მაისში სამშობლოში გამოქცეული თედო სახოკია ბათუმში ნავში ჩასვეს და ლაზთა თანხლებით ხოფისკენ გაამგზავრეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყვიტეს, რომ მდივნის მოადგილე შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს მდივან სამსონ გიორგის ძე ფირცხალავასთვის უნდა ჩაებარებინა წიგნების საწყობი და სია.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიაში წიგნები დაეთვალათ ალექსანდრე ყიფშიძის თანდასწრებით და ჩაებარებინათ შიო ქუჩუკაშვილსთვის, რომელიც გაყიდულ წიგნებს აღწერდა და ბუღალტერს წარუდგენდა, ხოლო ნავაჭრს მდივანს ჩააბარებდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრნენ შემდეგი პირები: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი, თამვჯდომარის ამხანაგი იაკობ ღულაძე და წევრები – ფილიპე გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, პეტრე სურგულაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, სამსონ ფირცხალავა, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე მდივანი და გიორგი ლასხიშვილი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა მდივან სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას უთხრა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისზე პასუხისმგებლობა შესაძლოა მას დაკისრებოდა, ამიტომ სხდომა უნდა დაეტოვებინა. ფირცხალავამ წასვლამდე განაცხადა, რომ როდესაც ის მდივნად დანიშნეს, უკვე აღარ მოქმედებდა წესდება, რომელიც მაღაზიაზე პასუხისმგებლობას მდივანს აკისრებდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა წაიკითხა 1880 წელს შედგენილი ინსტრუქცია საზოგადოების წიგნის მაღაზიის მართვის შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ გამგეობას მოახსენა, რომ წიგნის მაღაზიის გამგემ, შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილმა საჭიროდ მიიჩნია დაკარგული 64 წიგნის შესახებ ცნობების ხელმეორედ შემოწმება. შემოწმების შედეგები სარევიზიო კომისიის ანგარიშს არ დაემთხვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა დასვა საკითხი, გაერკვიათ თუ ვინ უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისზე.