საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1909

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სამსონ ფირცხალავა თბილისში გაზეთის კორექტორად მუშაობდა.

1909

ტიპი: განათლება

1909 წელს ილია ფირცხალაიშვილმა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლიდან თევდორე ღლონტმა პეტროგრადიდან ქართულ გაზეთებთან დაიწყო თანამშრომლობა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909-1911 წლებში იოსებ პავლეს ძე გობეჩია ბაქოში ცხოვრობდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ანანია სალუქვაძეს თავს დაესხნენ, მაგრამ გაქცევა მოასწრო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909-1911 წლებში იოსებ გობეჩია ბაქოს მუშათა პროფესიულ კურსებზე და სახალხო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ასტრონომიაზე.

1909

ტიპი: განათლება

1909 წელს ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანმა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1909

ტიპი: განათლება

1909 წელს, გათავისუფლების შემდეგ, ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება არ მისცეს.

1909

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1909-10 წლებში ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე არალეგალურად ცხოვრობდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909-1917 წლებში უცხოელთა თანაგრძნობა თედო სახოკიას იმედს უსახავდა, რომ საქართველოს სახელი პოპულარობას მოიპოვებდა საზღვარგარეთ.

1909

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1909 წელს თედო სახოკიამ ოლივერ უორდროპი ლონდონიდან ნახევარ საათის სავალზე მდებარე სოფელ სევენოკში გაიცნო.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სიმონ ქვარიანის „ხეთი და ნაირი“ დაიბეჭდა ჟურნალში „განათლება“.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სიმონ ქვარიანის ნაშრომმა „კავკასიის მევენახეობა-მეღვინეობის სურათები“ ევროპელ მკითხველთა ყურადღება მიიქცია.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს სიმონ ქვარიანის ნაშრომი „კავკასიის მევენახეობა-მეღვინეობის სურათები“ ცალკე წიგნად გამოიცა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს მონპელიეში აგრონომიულ ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში სიმონ ქვარიანმა დაწერა ნაშრომი „კავკასიის მევენახეობა-მეღვინეობის სურათები“.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სიმონ ქვარიანმა დაწერა „ხეთი და ნაირი“.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავყრილობა, რომელსაც შიო მღვიმელიც ხშირად ესწრებოდა, იყო ერთადერთი შესახვედრი და დასასვენებლი ადგილი, სადაც შეიძლებოდა პროვინციებიდან ჩამოსულთა ნახვა და ავ-კარგის გაგება.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს შიო მღვიმელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მიმსვლელთაგან არავის ექომაგებოდა გამორჩევით და ამიტომაც ყველას თავის შიოდ მიაჩნდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან გარიცხულმა ტიგრან კაჩაროვმა პოლიციაში განაცხადა, რომ 1909 წელს პარტია ნოე ჟორდანიას დავალებების შესრულებაში ყოველთვიურად 50 მანეთს უხდიდა.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წელს რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილეს, ტუსაღ ლექსო ჩუბინიძეს კატორღის დარჩენილი წლები აპატიეს და სახლში დაბრუნდა.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წელს კაპიტანი ერმოლოვი და პორუჩიკი ოთხმეზური მატარებელში ფულის მოპარვისთვის სასამართლომ 4-4 წლით გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნა.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წლის იანვარში ბაქოდან კრასნოვოდსკში მიმავალი მატარებელი, რომელსაც მილიონი მანეთი გადაჰქონდა, გაძარცვეს. პოლიციამ 14 მძარცველი, მათ შორის კაპიტანი ერმოლოვი და პორუჩიკი ოთხმეზური, თბილისში დააპატიმრა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ზაკუსოვი იყო გურიის მაზრის უფროსი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს, როცა თევდორე კიკვაძე ოზურგეთში დაბრუნდა, ქალაქის საბჭომ სასწავლო ოლქის წინაშე იშუამდგომლა ოზურგეთში რეალური სასწავლებლის დაარსების თაობაზე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ოზურგეთში შექმნილმა კომისიამ, რომელიც ქალაქში რეალური სასწავლებლის გახსნაზე ზრუნავდა, თევდორე კიკვაძეს სასწავლებლისათვის ბავშვების მომზადება დაავალა.