რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 9 იანვარს სათავადაზნაურო თეატრში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის რეჟისორობით სპექტაკლები „მაყვალას გასამართლება“ და „შეშლილია“ დაიდგა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას წინადადება თბილისის ბიბლიოთეკებისთვის ჟურნალ-გაზეთების გამოწერის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ბიბლიოთეკები 6 თვის განმავლობაში მიიღებდნენ: „განათლებას“, „დროებას“, „მომავალს“, „ნაკადულს“, „ჯეჯილსა“ და „საქართველოს მოამბეს“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვაჟა-ფშაველას თხოვნა აკაკი წერეთლის ფონდიდან დახმარების შესახებ. გამგეობამ 5 თუმნის მიცემა გადაწყვიტა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გომარეთის მასწავლებლის მოხსენება, რომ სოფლის ყრილობამ სკოლის სამზრუნველოსთვის შეარჩია სპირიდონ ჩაჩანიძე, ნიკოლოზ რთველაძე და გიორგი რთველაძე. გამგეობამ ეს კანდიდატები დაამტკიცა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისას მოხსენება თბილისის პირველი ბიბლიოთეკის შესახებ, რომელიც დროებით დაკეტილი იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ბაქოს განყოფილების თხოვნა, ქართული ეკლესიის დასაარსებლად გამგეობას ბაქოს სკოლასთან ეშუამდგომლა. ამ საქმის შესახებ ცნობების შეკრება ალექსანდრე ივანეს ძე მდივანს დაევალა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910-11 წლებში ქრისტინე შარაშიძე ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრად აირჩიეს.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წელს დავით გიორგის ძე ჩიქოვანმა უნივერსიტეტი მიატოვა და საქართველოში დაბრუნდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს დავით ჩიქოვანი გაემგზავრა სტამბოლში, საიდანაც რვა თვის მანძილზე, როგორც საკუთარი კორესპონდენტი, წერილებს უგზავნიდა „სახალხო გაზეთს“ ქართველ მაჰმადიანთა და, ზოგადად, ოსმალეთის ცხოვრების შესახებ.

