რეგისტრირებული ფაქტები87629
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში ოფიცერი იგორ ივანეს ძე მელეშკო გურიის მაზრის უფროსი დამხმარე იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს კოლეგიის რეგისტრატორი თავადი იასონ ჯიმშერის ძე თუმანოვი კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის თანამშრომელი იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში იგორ გერასიმეს ძე ზაპოროჟჩენკო ახალციხის მაზრის მმართველი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ალექსანდრე ივანეს ძე პრიბილი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილებაში მუშაობდა.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ივანე დიმიტრის ძე დროკოვი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიაში მუშაობდა.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 26 სექტემბრის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, 1880 წლიდან „ივერია“ და გაზეთი „დროება“ გაერთიანდებოდა და ექნებოდათ საერთო რედაქცია. ჟურნალ „ივერიის“ რედაქტორი იქნებოდა ილია ჭავჭავაძე, ხოლო გაზეთ „დროებისა“ – სერგეი მესხი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მიხეილ ხუნდაძის განცხადება, რომ სასტუმრო „ევროპიის ნომრებში“ შესაფერის ფასად ქირავდებოდა სუფთა ოთახები.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, მეექვსე კლასისა და განსაკუთრებული მინდობილობის მოხელე ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონი გახდა „სტატსკი სოვეტნიკი“.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, ქუთაისის ოლქის სასამართლოს მდივნის თანაშემწე ლორთქიფანიძე გახდა „კოლეჟსკი ასესსორი“.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, ტატიაშვილი გახდა კოლეგიის ასესსორი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს, 11 საათზე მამა დავითის ეკლესიაში ქართველ მოღვაწეთა ხსოვნის პანაშვიდზე სიტყვები წარმოთქვეს დუტუ მეგრელმა, აკაკი პაპავამ და ვახუშტი კოტეტიშვილმა.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წელს ირაკლი გიორგის ძე წერეთელს ჰყავდა და ელენე წერეთელი-დემოლონი და ძმა ლევან წერეთელი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული წიგნი „საუკეთესო ცოდნა“, რომელიც გიორგი წერეთელმა შეასწორა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში ირ. ფორაქაშვილი კოოპერატიულ საზოგადოება „კახეთს“ წარმოადგენდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე მაჩაბლიშვილმა წამოაყენა წინადადება აერჩიათ თავმჯდომარე.

