საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87616

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მმართველი იოსებ ოცხელი ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ატყობინებს, რომ პედაგოგიური საბჭოს 29 სექტემბრის სხდომის დადგენილებით ილია ჭავჭავაძის ფონდს გადაეცემა 400 მანეთი, რომელიც შეგროვდა თითოეული მასწავლებლის წლიური ჯამაგირიდან გადადებული 1%-ით. ხელს აწერენ: გამგე იოსებ ოცხელი და საქმისმწარმოებლის მაგივრად იონა კობახიძე.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის პირველი ოქტომბრიდან ივლიანე გაბუნია ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის განკარგულებით მაკვანეთის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველის თანამდებობაზე გადაიყვანეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში ვანო პაატაშვილმა გაზეთ „ისრის" რედაქციას ილიას ფონდისთვის გაუგზავნა 15 მანეთი, აქედან 10 მან. თავისი მოკლული დის, თამარ პაატაშვილის, სახსოვრად.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში ვ. მასხულია ილიას ფონდის სასარგებლოდ 5 მანეთს უგზავნის გაზეთ „ისრის" რედაქციას და ამავე თანხის შესაწირს კისრულობს ყოველწლიურად.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში გაზეთ „ისრის" რედაქციამ მიიღო შემდეგ პირთა შემოწირულობა ილიას ფონდისთვის: ა. ნადირაძე – 5 მან., მ. ფხალაძე – 10 მან., მღვდელი დავით იაშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე – 10 მან.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში გ. ახალციხელი გარდაცვლილი მეუღლის სახელზე 15 მანეთს უგზავნის გაზეთ „ისრის“ რედაქციას და ყოველწლიურად კისრულობს ილიას ფონდში თანხის გადარიცხვას.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში „ისრის" რედაქციამ მიიღო ილიას ფონდისთვის ქუთაისში დარჩენილ სტუდენტთა მიერ შეგროვებული თანხა – 15 მან. 40 კაპ. და შემომწირველთა სია: ნ. თუმანოვი – 1 მან., ძმები ჯაყელები – 1 მან., ფარეიშვილი – 1 მან., ბეგოვი – 50 კაპ., არდიშვილი – 1 მან., ს. მიქელაძე – 2 მან., ლაჭყეპიანი – 1 მან., აბულაძე – 30 კაპ., წულეისკირი – 30 კაპ., დ. ფაღავა – 50 კაპ., ოცხელი – 50 კაპ., ნიჟარაძე – 50 კაპ., შოთაძე – 20 კაპ., დ. ჩხეიძე – 25 კაპ., ქორქაშვილი – 70 კაპ., ნაზაროვი – 1 მან., მ. ა. იოსელიანი – 50 კაპ., კ. ჩხეიძე – 1 მან., ქელბაქიანი – 50 კაპ., კ. კახაძე – 50 კაპ. გაზეთისთვის ფულის გაგზავნა მიენდოთ ქორქაშვილსა და კანდელაკს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში გაზეთ „ისრის" რედაქციამ ილიას ფონდისთვის გიორგი თაქთაქიშვილისგან მიიღო 10 მანეთი და შემომწირველთა სია, 5 მანეთი – სოფელ რველის მცხოვრებლების – ივანე ჩადუნელის, ანტონ სულაქველიძის, სოსო და შაქრო სტეფანაძეების, მიტრო კალაძისა და სოკრატ წიქარიშვილისგან.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში ბლაღოჩინმა იმერლიშვილმა ილიას ფონდისთვის ვლადივოსტოკიდან 100 მანეთი გაუგზავნა გაზეთ „ისრის“ რედაქციას.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში გაზეთმა „ისარმა" მიიღო ბალახანის ნავთობსარეწის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდისთვის შეგროვებული 39 მან. 50 კაპიკი და შემომწირველთა სია: ვასილ გრიგოლის ძე ჩიკვაიძე – 3 მან., ქეთო ივანეს ასული ჩიკვაიძე – 2 მან., ვასილ სუპატაშვილი – 2 მან., ალ. ნადირაძე – 2 მან., მიხეილ თოფურიძე – 2 მან., გრიგოლ ჯოხაძე – 2 მან., ოლია პაატას ას. ჯოხაძე – 1 მან., კოლა სტეფანიშვილი – 1 მან., მართა სტეფანიშვილი – 1 მან., გიორგი ლადარია – 1 მან, ალექსანდრე გიგინეიშვილი – 1 მან., ვასილ ბაქრაძე – 1 მან., ა. რადიონოვი – 50 კაპ., მიხა მეტივიშვილი – 1 მან., სვიმონ გურასპაშვილი – 1 მან., ერმალოზ ლაცაბიძე – 50 კაპ., ანიკო ნადირაძისა – 1 მან., გიორგი გურასპაშვილი – 1 მან., გრიგოლ გოგიჩაშვილი – 1 მან., ნიკოლოზ გოგიჩაშვილი – 1 მან., თ. ციხისტოვი – 50 კაპ., რ. შველიძე – 2 მან.

პირები
წყარო

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში მღვდელი ლ. ნათიძე გაზეთ „ისრის" რედაქციას უგზავნის ილიას ფონდისთვის შეგროვებულ 38 მანეთსა და შემომწირველთა სიას: დავ. დათეშიძე – 10 მან., ამბაკო გაფრინდაშვილი – 5 მან., ალ. კოვლელაშვილი – 5 მან., მ. მირიანაშვილი – 3 მან., სიკო ახმეტელაშვილი – 2 მან., ი. ჯანელიძე – 2 მან., მღვდელი ლ. ნათიძე – 5 მან., ტრანკვალევსკი – 1 მან., მ. ტრაშაძე – 1 მან., პ. კიკვაძე – 1 მან.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში თბილისის რკინიგზის სახელოსნოს მუშები გაზეთ „ისრის" რედაქციას უგზავნიან ილიას ფონდისთვის შეგროვებულ თანხასა (9 მან., 50 კაპ.) და შემომწირველთა სიას: დავით ლონდარიძე – 2 მან., ვანო ჭავჭავაძე – 2 მან., პლატონ გეგენავა – 1 მან., გიორგი სოლოღაშვილი – 1 მან., მიშა ქეშელაშვილი – 1 მან., სიმონ კევლიშვილი – 1 მან., ზალიკო გლურჯიძე – 50 კაპ., მჭედლიშვილი – 50 კაპ., ზაქარია მაჩაბელი – 30 კაპ., სიმონ ბოხუა – 20 კაპ. მინაწერში აღნიშნულია, რომ ლონდარიძე, ჭავჭავაძე, გეგენავა, სოლოღაშვილი, ქეშელაშვილი და მჭედლიშვილი ყოველთვიურად კისრულობენ ათ-ათი შაურის (50 კაპ.) გადახდას.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამგლოვიარო დეპეშა მიიღო პეტერბურგის ქართველი სტუდენტებისგან.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 30 სექტემბერს მასწავლებელმა ვარლამ გელოვანმა ილია ჭავჭავაძის ფონდისთვის ცაგერში გამართული წარმოდგენიდან შემოსული 20 მანეთი გაზეთ „ისრის“ რედაქციას გაუგზავნა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პარიზში მცხოვრები იოსებ ჭეიშვილის თხოვნა, რომ დაენიშნათ სპარსეთის ქართველობის მასწავლებლად და ამისთვის წინასწარ დახმარებოდნენ ფულით. გამგეობამ მას უარი უთხრა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ძველი სენაკის სკოლის გამგის განცხადება პოლიკარპე ლორთქიფანიძის გათავისუფლების შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დომენტი თალაკვაძის თხოვნა გურიის მასწავლებლებისთვის საზოგადოების წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის შესახებ. თავმდები იყო იაკობ გოგებაშვილი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ზაქარია ჭიჭინაძის მოხსენება ილია ჭავჭავაძის ანდერძის შესახებ.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქალთა წრის კომიტეტის წინადადება ილია ჭავჭავაძის ფონდის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძემ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ევგენი დვალისა და სხვების თხოვნა ბაჯის ბიბლიოთეკის წიგნებით დახმარების თაობაზე. გამგეობის გადაწყვეტილებით, ბიბლიოთეკას გაუგზავნიდნენ 18 მანეთის ღირებულების წიგნებს.

1907

ტიპი: თანამდებობა

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი 1907 წლის 27 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის განკარგულებით, დაინიშნა დაბა სამტრედიის საზოგადო სამინისტროს ორკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სწორად გადმოწერას 1919 წლის 15 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის გუბერნიის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს მღვდელმა ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განცხადებით მიმართა, რომ საჭირო იყო, გამგეობას ეზრუნა კომისიის შექმნაზე, რომელიც სამღვდელოებას დაეხმარებოდა ილია ჭავჭავაძის ფონდის გაძლიერებაში.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 25 სექტემბერს კოტე მესხმა სამსონ ფირცხალავას ბაქოდან შეატყობინა, რომ ქალაქის ქართული თეატრალური საზოგადოება 27 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის ხსოვნის პატივსაცემად დიდი საღამოს გამართვას აპირებდა, რისთვისაც მას ილიას თხზულებათა თარგმანები სჭირდებოდა ნებისმიერ ენაზე, რადგან ღონისძიებაში სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც მიიიღებდნენ მონაწილეობას.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ არგვეთიდან მიიღო სამგლოვიარო დეპეშა ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 24 სექტემბერს ნაფიცმა ვექილმა იასონ ლორთქიფანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან შეატყობინა, რომ იქაური ქართველები 27 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელზე სალიტერატურო საღამოს გამართვას აპირებდნენ. ვექილმა საზოგადოებას სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შესაფერისი მასალის გაგზავნა სთხოვა.