რეგისტრირებული ფაქტები81708
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე ტიტე კახიძე იყო, 136 წევრი ჰყავდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, რაჟდენ ვაჭრიძე უწინ გაზეთ „მნათობის“ რედაქტორი იყო.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თათარიშვილს გენერალ იგუმენოვის გაძარცვას აბრალებდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბერს საოლქო სასამართლომ ილარიონ ზაქარაიას საქმე განიხილა. მას 5 წლით კატორღა მიუსაჯეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კალისტრატე ნიკოლოზ ძე ჩიკვაიძე ნაფიცი ვექილი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ოქტომბერში ფოთში მასწავლებელ პეტრე ქუთათელაძის თაოსნობით აირჩიეს კომისია, რომელსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა უნდა დაეარსებინა.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – ალექსი დიდებაშვილმა, ალექსანდრე დეკანოზიშვილმა, ნიკოლოზ დიასამიძემ, ფილიმონ დავიდენკომ, მიხეილ ვარსიმაშვილმა, გლახა ვარდაშევმა, იაკობ ზედგენიძემ და გიორგი კალანდარიშვილმა – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – გაბრიელ კოკაშვილმა, დავით მოზდოკელოვმა, ივანე მრევლიშვილმა, ივანე ნადიბაიძემ, ალექსი ნავროზაშვილმა, დავით ნადიბაიძემ და გრიგოლ ვარდაშევმა – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – იაკობ ვარდიევმა, ალექსანდრე ზაქაიძემ, ზაქარია კიკნაძემ, იაკობ კონჭუხიძემ და ტიტე კახიძემ – საწევრო, 10 მანეთი, გადაიხადეს.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წელს საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, წერეთელსა და პატარაიას, მთავლიტის რწმუნებულებს გაზეთ „კომუნისტთან“, გამოუცხადეს სასტიკი საყვედური, საქართველოს მთავლიტის უფროსს, რუხაძეს კი მიუთითეს, რადგან უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტების ბეჭდვის პროცესს კარგად არ ამოწმებდნენ.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – პავლე გიორგის ძე არჩვაძემ, ვასილ სტეფანეს ძე ათაბეგოვმა, ვიქტორ ივანეს ძე არაბიძემ, იაგორ არაქელოვმა, ივანე როსტომის ძე ბურდულაძემ, გაბრიელ ბარნაბიშვილმა, მიხეილ ივანეს ძე ბურდულმა, ვლადიმერ იოანეს ძე ბიბილურმა და ნიკოლოზ ზაქარიას ძე ბორისოვმა – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – სოფრომ იაგორის ძე ბარახუსტმა, თევდორე რევაზის ძე გიორგობიანმა, ვასილ ივანეს ძე გოგიშვილმა, მიხეილ გიორგის ძე გრიგოლაშვილმა, სამსონ ნიკოლოზის ძე გძელიშვილმა, გალაქტიონ ზაქარიას ძე გძელიშვილმა და სერგეი კონსტანტინეს ძე გოცირიძემ – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – თედო პავლეს ძე აბრამიშვილმა, გიორგი ბალიაურმა, ნიკო სვიმონის ძე ბაშარულმა, გიორგი ბესარიონის ძე ბარათოვმა, გრიგოლ ივანეს ძე ბუჩუკურმა, გაბრიელ მოსეს ძე ბედოშვილმა და ალექსი გიორგის ძე ბერბერაშვილმა – საწევრო, 6 მანეთი, გადაიხადეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტეფანე რაშიუკინი საოლქო სასამართლოში მუშაობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტეფანე რაშიუკინმა რიონში თავის დახრჩობა სცადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ჩიჩუა დეპუტატების ამომრჩევლების სიიდან ამორიცხეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ოქტომბერში მ. ტ. ბალანჩივაძისას ქუთაისში სამკურნალო მასაჟის კაბინეტი ჰქონდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მ. ტ. ბალანჩივაძისა ექიმი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის საოლქო სასამართლოში გაზეთ „მნათობის“ ყოფილი რედაქტორის, რაჟდენ ვაჭრიძის საქმე უნდა განეხილათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 ოქტომბერს თბილისის ახალ კლუბში კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილს კონცერტი უნდა გაემართა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს იოსებ დადიანი და ლევან თუმანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების მუდმივი წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს კონსტანტინე ელიაშვილი და ნიკოლოზ ჯაყელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების მუდმივი წევრები იყვნენ.