რეგისტრირებული ფაქტები87614
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 4 იანვარს მასწავლებლებისა და აღმზრდელი ქალების ურთიერთშემწეობის საზოგადოების კომიტეტის წევრად აირჩიეს დუმანსკისა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 იანვარს მასწავლებლებისა და აღმზრდელი ქალების ურთიერთშემწეობის საზოგადოების კომიტეტის საქმისმწარმოებლად აირჩიეს არღუთინსკი-დოლგორუკისა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იღდირის ადგილობრივი ბრიგადის უფროსი და შტაბ-კაპიტანი იყო ბეგ-ზურაბოვი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის მთავარმმართველის განკარგულებით ბეგ-ზურაბოვს მიანიჭეს კაპიტნის წოდება.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის მთავარმმართველის განკარგულებით ავადმყოფობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს ჩეტვერიკოვი პოდპოლკოვნიკის ხარისხით, მუნდირითა და სრული პენსიით.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის მთავარმმართველის განკარგულებით ერმოლაევს მიანიჭეს პორუჩიკის ხარისხი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის მთავარმმართველის განკარგულებით დავიდოვს მიანიჭეს პორუჩიკის ხარისხი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ელისავეტპოლის გუბერნიაში შუშის განყოფილების მომრიგებელი შუაკაცი და პოდპოლკოვნიკი იყო ალექსანდრე თარხან-მოურავი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის მთავარმმართველის განკარგულებით ალექსანდრე თარხან-მოურავი დანიშნეს ელიზავეტპოლის გუბერნიაში ქაზახის მაზრის უფროსად.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტოვალოვიჩი იყო კაპიტანი და არდაგანის მაზრაში ჩალდირის განყოფილების უფროსი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის მთავარმართველის განკარგულებით რეიმერსს კაპიტნის წოდება მიენიჭა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 6 იანვარს, ორშაბათს, 9 საათზე, კრუჟოკის დარბაზში ბარბარე გიორგის ასული ბარათაშვილის ორგანიზებით სათავადაზნაურო სკოლის სასარგებლოდ გაიმართებოდა ბალი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე დიმიტრის ძე გაგარინი დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე დიმიტრის ძე გაგარინი იყო გუბერნატორი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე დიმიტრის ძე გაგარინს მიანიჭეს „ტაინი სოვეტნიკის“ წოდება.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გორის მაზრაში ლეხურას ხეობაში ბებია ქალი სოფიო ჩერნიაევსკი მკურნალობდა და ასწავლიდა ხალხს თუ როგორ დაეცვათ სისუფთავე. ხეობაში თუკი ვინმე ავად გახდებოდა მას მიმართავდნენ და თითქმის უსასყიდლოდ მკურნალობდა ავადმყოფებს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მსახიობის ბ. კ. ყიფიანის ქუთაისის თეატრში დარჩენას ხანგრძლივად მოითხოვდნენ, რადგან იგი საუკეთესო არტისტი იყო და დაეხმარებოდა ქუთაისის თეატრს განვითარებაში.

