რეგისტრირებული ფაქტები81707
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 ივლისს ბათუმის ნავთსადგურის საკრებულომ ნ. პ. ვოზნესენსკის თავმჯდომარეობით განიხილა ბათუმის ნავსადგურის გადაკეთების სამი პროექტი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 ივლისს ბათუმის ნავთსადგურის საკრებულომ ნ. პ. ვოზნესენსკის თავმჯდომარეობით განიხილა მისთვის წარდგენილი ბათუმის ნავსადგურის გადაკეთების სამი პროექტი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში ნიკო ნიკოლაძის თავმჯდომარეობით გაიმართა კრება ფოთში პროგიმნაზიის დაარსების გამო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში გამართულ კრებაზე ფოთის პროგიმნაზიის დასაარსებლად შეგროვდა სულ 6 000 მანეთი, აქედან 500 მან. ვაჭარმა ვასილ თოფურიძემ გაიღო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში ქალაქის პროგიმნაზიის დაარსების გამო გამართულმა კრებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკო ნიკოლაძე, მიიღო დადგენილება, პროგიმნაზიის შენობის გეგმა ხუროთმოძღვრისათვის შეეკვეთათ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 8 ივლისს დ. ჩოხატაურში გაიხსნა ჩოხატაურის მეეტლეთა ამხანაგობის საზოგადოება, რომლის თავმჯდომარე იყო ვარდენ ქელბაქიანი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში გამართულ კრებაზე ფოთში პროგიმნაზიის დასაარსებლად შეგროვდა სულ 6 000 მანეთი. ხ. ხუმარაძემ გაიღო 490 მან.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში გამართულ კრებაზე ფოთის პროგიმნაზიის დასაარსებლად ზაგორსკიმ თანხა გაიღო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 ივლისს თბილისის გამგეობის დარბაზში გამართულ საჯარო ვაჭრობაში ქალაქის საყასბოს გადიდების თაობაზე რამდენიმე პირი მონაწილეობდა, საქმე დიმიტრი ჩიჯავაძეს გადაეცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ივლისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის შენობაში გამართულ თბილისის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავლის" წევრთა საზოგადო კრების თავმჯდომარედ ანტონ ფურცელაძე აირჩიეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ივლისს ქუთაისის გუბერნიის მმართველის განკარგულებით საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი ა. ა. ბიბიკოვი ბათუმში გაემგზავრა ბათუმის საბჭოში მომხდარი ინციდენტის გამოსაკვლევად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ივლისს თბილისის გამგეობის შენობაში გამართულ ტრამვაის კომისიის სხდომაზე მიწვეულები იყვნენ ბელგიის უსახელო საზოგადოების დირექტორები – რაძინსკი და ა. ბლანში.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 5 ივლისს თბილისში ჩამოსვლას გეგმავდა თბილისის ფოსტის ახალი უფროსი ფონ კლუგენი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივლისს თბილისის თავად-აზნაურთა თეატრის ფოიეში გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებას 25 წევრი დაესწრო. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ანტონ ფურცელაძე.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 5 ივლისს ქ. თბილისის ქალაქისთავი გიორგი ევანგულოვი დასასვენებლად ბორჯომში გაემგზავრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივლისს თბილისის თავად-აზნაურთა თეატრის ფოიეში გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრებად აირჩიეს ი. ი. აგლაძე და სიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 ივლისს ქ. სიღნაღის თვითმმართველობის კრებამ დაადგინა, აკ. გრიგორიანს თელავის გზაზე გაეშენებინა ხეივანი, აუცილებლად დაერგო აკაციები და ცაცხვები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივლისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ფალიაშვილს 10 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის ივლისში ნიკოლოზ ცხვედაძემ ლავრენტი აგლაძე თონეთის სკოლის მასწავლებლობიდან გაათავისუფლა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
რუბენ აგასის ძე ტერ-ზაქარიანცი დაიბადა 1901 წლის 1-ლ ივლისს ქ. თბილისში.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივლისში ბათუმის ქალაქის საბჭოში არჩევნების დროს მომხდარი დარღვევის გამო ქუთაისის გუბერნიის ქალაქის საქმეთა საკრებულომ სასამართლოს გადასცა ვოლსკი და ის ხმოსნები, რომლებმაც მისი თავმჯდომარეობით მონაწილეობა მიიღეს კენჭისყრაში.