რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი კლებადობით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს ივანე გომელაურმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ორი ხელნაწერი გადასცა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი საქართველოს საარქივო და საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე იყო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს იოსებ ლეჟავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიწა შესწირა.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908-1909 წლების ხელნაწერში წარმოდგენილია სია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილების წევრებისა და აღნიშნულია, რომ თითოეულ მათგანს ყოველწლიურად სამ-სამ მანეთი უნდა გადაეხადა: კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე, ოქროპირ ივანეს ძე გვარამაძე, იოსებ პავლეს ძე მაისურაძე, ივანე ივანეს ძე ლაზარაშვილი, ანნა ტერ-გრიგოროვისა, მიხეილ დიმიტრის ძე კვალიაშვილი, პეტრე პავლეს ძე ხუნდაძე, თ. ნ. ჩოლოყაშვილი, გიორგი ბესარიონის ძე ღოღობერიძე, დეკანოზი დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილი, ქ. ხახუტაშვილი, ა. ვ. ფედატოვი, სოფრონ ზედგინიძე, ვლადიმერ გიორგის ძე დაფქვიაშვილი, კონსტანცია სეიმანის ასული მეფისაშვილი, ზ. ბაიბურთელი, ანნა სტეფანეს ასული ფირალიშვილი (ფირალოვისა), ივანე ვასილის ძე ხმალაძე, როზა გრიგოლის ასული ალელიშვილისა, ივანე (ვანო) პავლეს ძე ჩილინგარაშვილი, მთავარდიაკონი გრიგოლაშვილი, ვასილ გამრეკელი, გიორგი ყანჩელი, ვარვარა მელიქოვისა, მარია ხერხეულიძე, თამარა ლევანის ასული ერისთავისა, გიორგი ჩიკოიძე, ალექსანდრე ხერხეულიძე, მიშო ერისთავი და თამარ გიორგის ასული ვაჩნაძისა.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლიდან 1914 წლის დეკემბრამდე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე-ფრონელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლიდან ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები იყვნენ.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს მიხეილ ირაკლის ძე ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჟვანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს პორფილე დავითის ძე უზნაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.

