საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81763

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 12 ოქტომბერს თბილისში, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში გაიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ავადმყოფობის გამო სამსახურიდან უნდა დაეთხოვათ კავკასიის მეფისნაცვლის უმთავრესი სამმართველოს მედიცინის დოქტორი და მრჩეველი, ივანე მარკუზოვი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 3 იანვრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა ერევანზე რუსების 1804 წლის ლაშქრობის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, საქართველოს მთავარსარდალ პავლე დიმიტრის ძე ციციანოვს რაზმში, რომლითაც იგი სპარსთა წინააღმდეგ დაიძრა, 4561 ჯარისკაცი ჰყოლია. სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ მცირერიცხოვანი რაზმით თავდაცვა უფრო რთული იქნებოდა, სპარსთა მიერ რუსეთის სამფლობელოებში ფეხის შემოდგმა კი ბაბა-ხანისა და ალექსანდრე ბატონიშვილის მომხრეების შეგულიანებას გამოიწვევდა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რუსთა ჯარების მთავარსარდალს გადაუწყვეტია თვითონ დასხმოდა თავს თავის მთავარ მოწინააღმდეგეს და მისი დამარცხებით სხვებისთვისაც გაექრო ამ ომში ჩაბმის სურვილი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 15 აგვისტოს, რუსთა მიერ ახალციხის აღების დღეს, ახალციხის მხარის მმართველ თედორე კარლის ძე დრეშერნის განკარგულებით ქალაქში ჩატარდა სამი ადგილობრივი ეკლესიის კურთხევის ცერემონია.

1831

ტიპი: ავტორობა

1831 წლის 9 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა თბილისის კომენდანტ კოჩეტოვის განცხადება. კოჩეტოვმა შეატყობინა თბილისში გარდაცვლილი ორმოცდამეორე ესერთა პოლკის პოდპოლკოვნიკის, გვოზდევის მემკვიდრეებს, რომ ექვსი თვის განმავლობაში მათ შეეძლოთ მიეღოთ გარდაცვლილის აუქციონზე გაყიდული ქონებიდან შემოსული 250 რუბლი და 72 კაპიკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა უდეპეშა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, რომ ორდუბატისა და ნახიჩევანის მუსულმანები ხალილ-ბეისა და ხალილ-ფაშას ხელმძღვანელობით თავს დაესხნენ სომხეთის სოფელ გოსტანს. მისი ცნობით, სოფელ აკულისს ალყა ჰქონდა შემორტყმული, მცხოვრებნი დახოცეს, შეტევა გრძელდებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ სომხეთის მთავრობამ წინადადებით მიმართა აზერბაიჯანის მთავრობას, ბოლო მოეღოთ სისხლისღვრისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს დაეკისრებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ არსებული კრიზისიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო პირები ვერ ახერხებდნენ ეკონომიკური ვითარების დასტაბილურებას, მთავრობა იძულებული იყო ჩარეულიყო ვაჭრობა-მრეწველობის საქმეში როგორც კერძო პირი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისი არა მარტო საქართველოში იყო, არამედ მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებშიც, რის მიზეზადაც მან მსოფლიო ომი დაასახელა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ ძველ რუსეთში მოქმედი სისტემა, რომელიც ახლაც მოქმედი იყო, საქართველოს მდგომარეობას აღარ შეეფერებოდა, ბევრი რამ შესაცვლელი იყო, სწორედ ამიტომ შეიქმნა იუსტიციის სამინისტრო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ შესაძლებელია ჩრდილოეთიდან საფრთხე დამუქრებოდათ, ამიტომ საჭირო იყო ძლიერი ფრონტი, რადგან თუ დენიკინი დამარცხდებოდა, ბოლშევიკები საქართველოსკენ გამოემართებოდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ ახლად შექმნილი სამხედრო სამინისტროს შესახებ განაცხადა, რომ როცა მინისტრთა კაბინეტი დგებოდა, ერთ პირს, ნოე რამიშვილს ჩაბარდა შინაგან საქმეთა და სამხედრო სამინისტროები, რომელმაც კარგად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ფატალი ხან ხოისკი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვისთვის გაგზავნილ დეპეშაში იმედოვნებდა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შექმნილი კონფლიქტის გამო ორი რესპუბლიკის კონფერენციის მუშაობას სომხეთის მთავრობა ზურგს არ აქცევდა და არ დაუშვებდა დაბრკოლებებს ორ ხალხს შორის მტკიცე ურთიერთობის დასამყარებლად.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1866 წელს მიხეილ რომანოვმა დავალების გულდასმით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა მელიქოვის თანაშემწეს, გენერალ-მაიორ ჯომარჯიძეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ წლიური გადასახადის სახით 2 500 მანეთის ნაცვლად 1 500 გაიღო. ფაქტი ხელმოწერით სვიმონ კვიტაშვილმა დაადასტურა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის საარჩევნო ცენზის უქონლობის გამო ევგენი გეგეჭკორი დეპუტატთა არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო იოსებ დადიანი, მდივანი – ვლადიმერ ახობაძე.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის ხაზინადარი ვასილ ხუჭუა იყო, თავმჯდომარის ამხანაგი — სვიმონ კვიტაშვილი. 

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს კონსტანტინე ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს ლეონტი გოცირიძე და მიხეილ კალანდარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს ვასილ ახვლედიანი და რაჟდენ სოლომონის ძე ნაცვლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს ივანე თურქია და პავლე ქარუმიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს ევსევი ჩიხლაძე და დავით თედეშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ. 

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 დეკემბერს საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი დიპლომატი ვექილოვი ამიერკავკასიის უმაღლესი კომისრის, პოლკოვნიკ ჰასკელისადმი მიცემულ ნოტაში იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობა მთავრობისგან ითხოვდა შესაბამისი ზომების მიღებას სომხეთის წინააღმდეგ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 დეკემბერს საქართველოში აზერბაიჯანელმა დიპლომატმა ვექილოვმა ამიერკავკასიის უმაღლეს კომისარს, პოლკოვნიკ ჰასკელს გადასცა ნოტა, რომელშიც წერდა სომხეთის ჯარის მიერ ერევნის გუბერნიის მაჰმადიანთა რამდენიმე სოფლის აწიოკების შესახებ, საიდანაც თბილისისკენ მოემართებოდნენ ლტოლვილები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მედიცინის დოქტორი, თბილისის სამხედრო სკოლის უფროსი ექიმი, მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი იუწყებოდა, რომ იღებდა ბავშვებს, შინაგან და ქირურგიულ ავადმყოფებს მისამართზე ოლღას ქუჩა N 3.