საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87614

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1910 წლებში ქუთაისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას (გამგეობის მდივანი – არჩილ ავალიშვილი) არ მოსწონდა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული პროექტი და საჭიროდ მიაჩნდა კონკურსის გამოცხადება.

1907

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას შეტყობინება გაუგზავნა საკრედიტო საზოგადოების თავმჯდომარე ანდრია ერისთავმა, რომ ქუთაისის საურთიერთო ნდობის საზოგადოება ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ გაიღებდა შესაწირს სახელოვანი პოეტის ძეგლის ასაშენებლად, მაგრამ გამგეობა იმედოვნებდა, რომ მომავალ კრებაზე გადაწყდებოდა ეს საკითხი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1910 წლებში თბილისის ნოტარიუსმა ილია წინამძღვრიშვილმა გიორგი ყაზბეგის მიერ შეტანილი გადასახადის (22. 70 მან.) ქვითარსა და მინაწერში აღნიშნა, რომ ნოტარიული მომსახურებისთვის გასამრჯელოს (9 მან.) აღებაზე უარი განაცხადა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის პირველი იანვრისთვის საზოგადოებას დარჩა 27 965 მანეთისა და 74 კაპიკის ღირებულების წიგნები. 1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებაში ცვლილება შეიტანეს და საზოგადოებას ნება მიეცა უძრავი ქონება შეეძინა. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

პირები
წყარო

1907

ტიპი: მფლობელობა

1907-1910 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებების მიხედვით, ანჯელო კარლოს ძე ანდრეოლეტის ფირმა დამკვეთებს სთავაზობდა სხვადასხვა დანიშნულების უცხოური ფერადი მარმარილოსა და კავკასიური ქვის მრავალფეროვან არჩევანს. ასევე, ნებისმიერი სახის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოს შესრულებას როგორც ხელით, ისე – მექანიკური საშუალებით; სატიტულო ფურცელზე ჩამოთვლილი იყო რუსეთსა და უცხოეთში გამოფენებზე მიღებული ჯილდოები და მითითებული ჰქონდა მისამართი: თბილისი, მიხაილოვის გამზირი, N 79, საკუთარი სახლი, ტელეფონი: N 539.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს მიხეილ ნიკოლოზის ძე ზედგინიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ვეზირიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს ირაკლი ნიკოლოზის ძე ვეზირიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.