საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81763

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ სომხეთის მთავრობა გულგრილი ვერ დარჩებოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერთა შორის 23 ნოემბრის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის მიმართ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მედიცინის დოქტორი მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი თბილისის სამხედრო სკოლის უფროსი ექიმი იყო.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა „მთის ოკრუგის“ მმართველ გრიგოროვს იმის გამო, რომ ის სამაგალითოდ მართავდა თავის გამგეობას.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა გორის მმართველს, თ. ერისთავს, იმის გამო, რომ ის სამაგალითოდ მართავდა თავის გამგეობას.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბაღდასარ ბაღდოევი იყო ბანკირი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბაღდასარ ბაღდოევი ფლობდა სავაჭრო სახლს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვარს ქართული დრამატული ამხანაგობის ახალი მმართველობის კრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვარს ქართული დრამატული ამხანაგობის ახალი მმართველობის კრებაზე თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს დავით გიორგის ძე ერისთავი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვარს ქართული დრამატული ამხანაგობის ხაზინადრად აირჩიეს იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვარს ქართული დრამატული ამხანაგობის ხაზინადრის მდივნად ვასილ სულხანიშვილი აირჩიეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი იყო პირველი, რომელმაც 1878 წელს განაახლა ქართული დრამატული ამხანაგობის მუშაობა სცენაზე და პირველ წლებში დასს დროებითი კომიტეტის დახმარებით ხელმძღვანელობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილმა ქართული დრამატული საზოგადოების დასისთვის შეკრიბა ახალი ნიჭიერი მსახიობები. მისი სახელი ქართული სცენის ისტორიაში არავის დაავიწყდებოდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დავით გიორგის ძე ერისთავი ქართული დრამატული ამხანაგობის დაარსების პირველ წლებში მმართველი კომიტეტის თანამშრომელი იყო.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“, რომელიც ილია ჭავჭავაძემ პეტრე გიორგის ძე ნაკაშიძეს მიუძღვნა.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წელს ინფანტერიის გენერალი და გენერალ-ადიუტანტი გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენი უმაღლესი ბრძანებულებით დაინიშნა ცალკეული კავკასიური კორპუსის ხელმძღვანელად.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წელს ინფანტერიის გენერალი და გენერალ-ადიუტანტი გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენი უმაღლესი ბრძანებულებით დაინიშნა სამოქალაქო ნაწილისა და სასაზღვრო საქმეთა მთავარმართებლად საქართველოში, ასტრახანის გუბერნიასა და სომხეთისა და კავკასიის ოლქებში.

1800

ტიპი: თანამდებობა

1800 წელს ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII გარდაცვალების შემდეგ მისი შვილი დავითი დაინიშნა საქართველოს გამგებლად და რეგენტად.

1868

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1868 წელს გამოცემული „Кавказский календарь на 1869 год“-იდან ირკვევა, რომ ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის შვილი იყო დავითი ბატონიშვილი.

1801

ტიპი: ავტორობა

1801 წლის 18 იანვარს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ პავლე I-ის მანიფესტი საქართველოს რუსეთთან მიერთების შესახებ.

1801

ტიპი: ავტორობა

1801 წლის 12 სექტემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტი საქართველოს უმაღლესი მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ.

1801

ტიპი: თანამდებობა

1801 წლის 12 სექტემბერს გენერალ-ლეიტენანტი კარლ ფიოდორის ძე კნორინგი დაინიშნა საქართველოს მთავრასარდლად და გუბერნატორად.

1802

ტიპი: ღონისძიება

1802 წელს პოდპოლკოვნიკმა თეოდორე სიმონოვიჩმა ოსეთი დაიპყრო.

1802

ტიპი: ღონისძიება

1802 წლის 12 აპრილს თბილისის საკათედრო ტაძარში საზეიმოდ იქნა წაკითხული რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტი საქართველოს რუსეთთან საბოლოო მიერთების შესახებ.

1802

ტიპი: ღონისძიება

1802 წლის 20 მაისს ინგლისელი ოსტატები ვიკარი და მაკკევინი საქართველოში გამოაგზავნეს ქვანახშირის საბადოების აღმოსაჩენად და სამთო წარმოების გასავითარებლად.

1802

ტიპი: ღონისძიება

1802 წლის 22 ნოემბერს შოტლანდიელები, ბრონტონი და ვიმორსი, კავკასიის მხარეში დასახლდნენ.