რეგისტრირებული ფაქტები89466
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1883
ტიპი: თანამდებობა
1883 წელს გიორგი საძაგლიშვილი თელავის სასულიერო სასწავლებლის უფროსის მოადგილედ და კატეხიზმოსა და საღმრთო ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს პლატონ ლეჟავა სამომხმარებლო საზოგადოება „პროგრესის“ აბაშის საზოგადოების წევრი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ივანე გულისაშვილმა და თომა მხეიძემ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ყვავილებით მოსართავად ფული შეაგროვეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 დეკემბერს მოსკოვის სამომხმარებლო საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დასასწრებად იასონ გაბილაიას გაგზავნა გადაწყვიტეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად იოსებ სანოძემ და ბ. მაჭარაძემ 5-5 მანეთი შესწირეს, პავლე წივწივაძემ და ემელიანე ცაგარეიშვილმა – 10-10 მან., რაჟდენ კუჭავამ 2 მანეთი გაიღო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ეგაძემ, გიგინაშვილმა, ლაბენსკიმ და ს. ქურდოვანიძემ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ყვავილებით მოსართავად 40-40 კაპიკი გაიღეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ ლ. კოკოჩაშვილს ქუთაისის ოლქის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი დაუმტკიცა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ფილიპე ხელაძე ქუთაისის სამომხმარებლო საზოგადოება „პროგრესის“ წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ კ. ლორთქიფანიძეს ქუთაისის ოლქის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი დაუმტკიცა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 16 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ კონსტანტინე გოცირიძე გაამართლა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის ქართულ სამეცნიერო წრეში ყოველ კვირას იოსებ ალექსის ძე ყიფშიძის ხელმძღვანელობით „ვეფხისტყაოსნის“ გაუგებარ ადგილებს არჩევდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად პავლე და ალექსანდრე ქაცარავებმა 25 მანეთი შესწირეს, დარისპან ღუღუნაშვილმა და ვლადიმერ კუჭავამ — 5-5 მან., იაგორ კვიცარიძემ 3 მან. გაიღო, ივანე კოხრეიძემ — 1 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად სერგო ლომიძემ 10 მანეთი შესწირა, ასლან მდივანმა – 150 მან., მიხეილ გალუსტოვმა – 100 მანეთი, სილიბისტრო მიქაძემ – 3 მან., ილარიონ ბახტაძემ და კონსტანტინე კაკაბაძემ 25-25 მან. გაიღეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ დ. ბაქრაძეს ქუთაისის ოლქის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი დაუმტკიცა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 4 დეკემბერს ალექსანდრე (სანდრო) აპოლონის ძე მურვანიძე გარდაიცვალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ კლუბში ყველიერის კვირაში საზღვარგარეთ გაგზავნილი ქართველი სტიპენდიატების სასარგებლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის საღამო უნდა გამართულიყო, რომლის დიასახლისად ვ. ა. ბერიძისა მიიწვიეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით (რედაქტორი ვალერიან გუნია), ოქტომბრის ბოლოს ბათუმში ხმოსანთა არჩევნები უნდა გამართულიყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 27 ოქტომბერს გენერლის მეუღლეს, ასტაფიევისას ქვაბი მოჰპარეს. პოლიციამ დამნაშავე დააკავა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქვემო ევლახის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე მარია პროტასოვას ხელფასი წელიწადში 420 რუბლს შეადგენდა.

