რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს განიხილავდნენ ქალაქ ფოთის გამგეობის საჩივარს ქუთაისის სასამართლოს საადმინისტრაციო განყოფილების 1918 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა ქალაქ ფოთის გამგეობის დადგენილება ალექსანდრე მდივნის აფთიაქის დაკეტვის შესახებ.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე მდივანი აფთიაქს ფლობდა ფოთში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში გაბრიელ ჯამულეთის ძე გოგუაძე გურიის სასკოლო განყოფილების უფროსი ინსტრუქტორი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასკოლო განყოფილების უფროსმა ინსტრუქტორმა გაბრიელ გოგუაძემ დაათვალიერა გურიის მაზრის სკოლები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 თებერვალს ქართულ თეატრში დაიდგა ორი ახალი პიესა „ცოლ-ქმრობის ყვავილები“ და „შიშს დიდი თვალები აქვს“, რომლებშიც მონაწილეობდნენ მაკო საფაროვა და ვასო აბაშიძე, რეჟისორი იყო ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კონსტანტინე შათირიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასკოლო განყოფილების უფროსმა ინსტრუქტორმა გაბრიელ გოგუაძემ გურიის მაზრის სკოლების შემოწმების შემდეგ გაარკვია, რომ მაზრაში სკოლების საკითხი სათანადო დონეზე არ იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა ოფიციალური ცნობა მიიღო, რომ დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა საბჭომ სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვს და სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 16 იანვარს პარიზში ინგლისელი მუშების წინამძღოლმა არტურ ჰენდერსონმა ფრანგულ გაზეთებში განაცხადა, რომ თუ დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დათანხმდებოდა საბჭოთა რუსეთის საზავო წინადადებას და ინგლისს ომში ჩაითრევდა, მუშათა პარტია უარს იტყოდა სამხედრო-პოლიტიკური ვალდებულებების შესრულებაზე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში არტურ ჰენდერსონი იყო მუშათა კავშირის თავმჯდომარე დიდ ბრიტანეთში.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს ემანუელ კონსტანტინეს ძე ხამარენკო ოზურგეთის მაზრის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 იანვარს ქუთაისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, სიმონ წერეთლის მონაწილეობით გამართულ კრებაზე განიხილეს მაისში საზოგადო კრებაზე წარსადგენი თემები: სათავადაზნაურო ფონდის დაარსებისა და ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გადაკეთების შესახებ.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს კამერ-იუნკერი, კარის მრჩეველი ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი კავკასიის გუბერნატორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უმცროს მოხელედ მუშაობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში გაიმართა მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობის სხდომა, რომელზეც ვრცელი მოხსენება წაიკითხა საძოვრების კომისიის თავმჯდომარე სერგო ყაზახაშვილმა. კომისიამ მოისმინა მოხსენება და გაიზიარა მისი დებულებები.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში ალექსანდრე აბრამის ძე მაჩაბლიშვილი გზების კომისიის თავმჯდომარე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარაშვილი მეცხვარეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში გაიმართა მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: საძოვრების კომისიის თავმჯდომარე სერგო ყაზახაშვილმა, გზების კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მაჩაბლიშვილმა, მეცხვარეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე გაბრიელ ცისკარაშვილმა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გეფშტეინი იყო ქალაქ თბილისის გამგეობის რწმუნებული, ნაფიცი ვექილი.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის დირექტორი იყო მოქმედი სახელმწიფო მრჩეველი სტეფანე ვასილის ძე საფონოვი.

