რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი კლებადობით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს წიგნის მაღაზიის ანგარიში ყოველ საღამოს გადაეცა ბუღალტრისთვის, ხოლო ნავაჭრი მდივნისთვის ჩაებარებინა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 აპრილამდე ციმბირში გადასახლებული თედო სახოკია ირკუტსკის გუბერნიის სოფელ ჟიგალოვოში ცხოვრობდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 28 აპრილს იოსებ ივანეს ძე კოხრეიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ფოთის განყოფილებას 108 მანეთის ოდენობის საწევრო შენატანი გაუგზავნა.
1909
ტიპი: გარდაცვალება
1909 წლის 24 აპრილს უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი გრიგოლ სტეფანეს ძე დეისაძე გარდაიცვალა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, მოსკოვის წერა-კითხვის საზოგადოებისთვის გაეგზავნათ წესდება, უკანასკნელი ანგარიშები და ცნობები სახალხო მასწავლებლების კურსების შესახებ, რომლებიც იმავე წლის ზაფხულში ჩატარდებოდა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს იონა გიორგის ძე გაბუნიას წერილი, რომ ის იღებდა პასუხისმგებლობას სოფელ ბანძაში ბიბლიოთეკის გახსნაზე.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებლის არისტოფანე დომენტის ძე რამინაშვილის (რამინიშვილის) თხოვნა სკოლის შენობის შეკეთებასთან დაკავშირებით. გამგეობის დადგენილებით, შენობის შეკეთება სოფლის მოვალეობა იყო.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებლის არისტოფანე დომენტის ძე რამინაშვილის (რამინიშვილის) თხოვნა სკოლის ბიბლიოთეკისთვის 15 მანეთის წიგნების გადაცემის თაობაზე. გამგეობის დადგენილებით, წიგნები გიორგიწმინდის სკოლისთვის განსაზღვრული თანხიდან უნდა შეეძინათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალდაარსებულმა ქუთაისის განყოფილებამ გამგეობის პირველი სხდომა მოიწვია, რომელზეც თავმჯდომარის მოადგილედ იოსებ ივანეს ძე ოცხელი აირჩიეს, მდივნად – იასონ თომას ძე ბაქრაძე, ხაზინადრად – ბართლომე პავლეს ძე მოსეშვილი. ეს ამბავი საზოგადოების მთავარ განყოფილებას გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩმა აცნობა.
1909
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1909 წლის 17 აპრილს იაკობ მანსვეტაშვილის მისამართი იყო: ქ. ბაქო, სასტუმრო „ევროპა“.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 17 აპრილს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილს ბაქოში ოფიციალური წერილით შეატყობინა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თბილისის სათავადაზნაურო ბანკისაგან შეისყიდა ოლღა ჭავჭავაძისეული გურამიანთ-კარის მამული, რომელსაც თან მოჰყვა გრძელვადიანი ვალი – 18 825 მანეთი და 32 კაპიკი, ამას დაემატა ილიასეული სახლის შეძენა თბილისში, რამაც დამტკიცების ხარჯებთან ერთად 44 000 მანეთამდე გაზარდა „საზოგადოების" დავალიანება. სწორედ ამ ვალის გამო გადაწყდა სოფლის მამულის გაყიდვა, თუმცა კარგი იქნებოდა, რომ მამულიცა და სახლიც საქართველოს დარჩენოდა პოეტის სახსოვრად, რათა შემდგომში იქ რომელიმე კულტურული დაწესებლება დაარსებულიყო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 17 აპრილს ბაქოში გაგზავნილი ოფიციალური წერილით ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილს შეატყობინა, რომ თუკი სურდა შეძენა და შეეძლო 44.000 მანეთად შეესყიდა ოლღა ჭავჭავაძისეული მამული გურამიანთ-კარში, პასუხი 15 მაისამდე ეცნობებინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის, რადგან მამულს ჰყავდა გრძელვადიანი იჯარით აღების მსურველები: ერთი – „ამხანაგობა", ხოლო მეორე – სპეციალური განათლების მქონე უცხოელი პეტრე ბიკენტის ძე სტაუგაიტისი. იჯარით გაცემის შემთხვევაში გაყიდვის საქმე შეფერხდებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრნენ: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი, თამვჯდომარის ამხანაგი იაკობ ღულაძე და წევრები: გიორგი ლასხიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, პეტრე სურგულაძე და სამსონ ფირცხალავა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა გამგეობის წევრებს გააცნო 1908 წლის 8 მარტს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მიერ წარდგენილი მოხსენება საზოგადოების წიგნის მაღაზიის ნაწილობრივი შემოწმებისა და მისი სრულად შემოწმების საჭიროების შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მეორე ნაწილის შესყიდვისა და წიგნების დამკაზმავის დაქირავების საკითხები.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პეტრე როსტომის ძე სურგულაძემ განაცხადა, რომ სანამ საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან წიგნების დაკარგვის საქმეს არ გამოარკვევდნენ, მანამდე მაღაზია უნდა დაეკეტათ, თუმცა გამგეობის წევრების ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მაღაზია არ დაკეტილიყო და შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილიც მის გამგედ დარჩენილიყო ვითარების საბოლოოდ გარკვევამდე.

