საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93145

1927

ტიპი: თანამდებობა

1927-1933 წლებში მიხეილ ჯაფარიძე იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი და რეჟისორი.

1927

ტიპი: განათლება

1927 წელს მიხეილ ჯაფარიძემ სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე.

1927

ტიპი: განათლება

1927 წელს არჩილ ჩაჩიბაიამ სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1927

ტიპი: ღონისძიება

გიორგი კაჭახიძემ ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1927 წელს.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში” დაიბეჭდა გიორგი კაჭახიძის პირველი ლექსები.

1927

ტიპი: განათლება

1927 წელს გრიგოლ ჩიქოვანმა დაამთავრა თბილისის მესამე საცდელ-საჩვენებელი სკოლა.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927-1932 წლებში გრიგოლ ბერძენიშვილი ბათუმის სახალხო თეატრის მსახიობი იყო.

1927

ტიპი: ღონისძიება

გრიგოლ ბერძენიშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1927 წელს.

1927

ტიპი: განათლება

1927 წელს გრიგოლ ბერძენიშვილმა დაამთავრა ბათუმის საშუალო სკოლა.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს სახელგამმა ცალკე წიგნად გამოსცა იაკობ ფანცხავას სამეცნიერო სტატიათა კრებული.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს სახელმწიფო გამომცემლობამ შიო მღვიმელის საბავშვო წიგნი „სამი ამბავი“ გამოსცა.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს გამოცემული ნაწერების სრულ კრებულში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ მისი „წერილები ქართულ ლიტერატურაზე“ დუტუ მეგრელის ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი წერილის გამოქვეყნების მერე შეიქმნა.

1927

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის ივნისის ცნობით, ამ წლიდან 7 არალეგალური პარტიული სტამბა დაიხურა, მათ შორის, ნოემბერში – თბილისში, ასოთამწყობები: ათაბეგოვი და თარგამაძე.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წელს თბილისში დაიხურა არალეგალური სტამბა, მესტამბე – ვასო კაკუტაშვილი.

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, დათიკო სიხარულიძე იყო 25 წლის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, იორდანე ლომინაძე იყო 34 წლის, მუშა, სოციალ-დემოკრატი.

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წელს შიო ქურიძე საზღვარგარეთ იყო.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს გიორგი მაზნიაშვილმა დაწერა მემუარული ხასიათის წიგნი „მოგონებანი (1917-1925)“.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს იოსებ გედევანიშვილმა დაწერა წიგნი „მოთხრობათა კრებული“.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს იოსებ გედევანიშვილმა დაწერა წიგნი „სამხედრო ხელოვნება „ვეფხისტყაოსანში“.

1927

ტიპი: გარდაცვალება

სიმონ ესაძე გარდაიცვალა 1927 წელს, ქალაქ თბილისში. დაკრძალულია დიდუბის ეკლესიის ეზოში.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლამდე სიმონ ესაძე აშუქებდა რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების საკითხებს. თავის კვლევებში ცდილობდა დაედგინა საქართველოს ადგილი და მნიშვნელობა რუსეთის კავკასიის პოლიტიკაში.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლამდე სიმონ ესაძეს ჰქონდა აფხაზეთის ისტორიისადმი მიძღვნილი საინტერესო კვლევები.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს, პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს ალექსანდრე ზაქარიაძეს დივიზიის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა.