რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება თარიღი კლებადობით
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განკარგულებაში 5 ბიბლიოთეკა იყო: თბილისის პირველი, ახალციხის, უდის, დიდი ჯიხაიშისა და თბილისის მესამე ბიბლიოთეკა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ღონისძიება
გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის კრებას მოახსენა, რომ მუზეუმის ნივთები არ იყო დანომრილი და დალაგებული, რადგან მათ შესანახად შესაფერისი ადგილი არ ჰქონდა. ხელს აწერენ საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნიკო ცხვედაძე და მდივანი სამსონ ფირცხალავა.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრები, რომლებმაც საწევრო – 300 მანეთი გადაიხადეს, იყვნენ: დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილი, ელისაბედ გრიგოლის ასული საგინაშვილისა, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია და ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე.
1906
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ 1906 წელს გამართულ 23 სხდომას დაესწრნენ გამგეობის წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი – 14-ჯერ, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი –7-ჯერ, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი – 4-ჯერ.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრები, რომლებმაც საწევრო 300 მანეთი გადაიხადეს იყვნენ ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთაშვილი-მხარგრძელი, ერეკლე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი (მუხრანსკი), ბარბარე ერეკლეს ასული ბაგრატიონ-მუხრანბატონისა (მუხრანსკისა) და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-2 განყოფილებას ქართულ ენას მთელი წლის განმავლობაში ანდრო (ანდრია) ანტონის ძე შუბლაძე ასწავლიდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კრებაზე გამოაცხადა, რომ 1904 წელს გარდაიცვალა ფოტოგრაფი ტარას სვიმონის ძე მომცელიძე. კრების ოქმს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნიკო ცხვედაძე და მდივანი სამსონ ფირცხალავა.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, წინარეხის სკოლის პედაგოგი ივანე იოსების ძე გიუნაშვილი 30 წლის იყო.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იოსებ ივანეს ძე ოცხელი იყო 41 წლის, დაოჯახებული.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის პედაგოგი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე დაოჯახებული იყო.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მასწავლებელი ნიკო სიმონის ძე ჯანაშია იყო 36 წლის, დაოჯახებული და ჰყავდა ერთი შვილი.
1906
ტიპი: თანამდებობა
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ნინო ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იყო და ხელფასი 960 მანეთი ჰქონდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905-1906 წლების ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ნიკო სიმონის ძე ჯანაშია 7 წელი ძველი სენაკის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 965 მანეთს შეადგენდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905-1906 წლების ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, იოსებ ივანეს ძე ოცხელი 6 წელი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი და მისი ხელფასი 2160 მანეთს შეადგენდა (იგი ბინის ქირას 600 მანეთს იხდიდა).
1906
ტიპი: თანამდებობა
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ბარბარე (ვარია) იოსების ასული ვოლსკი ქუთაისის 24 წელი სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 960 მანეთს შეადგენდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, მღვდელი ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე წლის განმავლობაში ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 800 მანეთს შეადგენდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, სერგო ისიდორეს ძე რობაქიძე 6 წლის განმავლობაში ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იყო და ხელფასი 500 მანეთი ჰქონდა.

