რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 9 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, თბილისის თავადაზნაურთა დეპუტატების საკრებულოში გაიმართა ილია ჭავჭავაძის დასაფლავებაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ დელეგატთა კრება, რომელსაც თბილისის ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ამის თაობაზე კრების თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩმა 11 სექტემბერს აუწყა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას და გაუგზავნა კრების ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს გიორგი ზდანოვიჩმა, სამსონ ფირცხალავამ, გიორგი ლასხიშვილმა, სიმონ მდივანმა, ილია კაკაბაძემ, ივანე ნიჟარაძემ, ილიკო მხეიძემ და პეტრე სურგულაძემ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ბათუმის სასწავლებლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან მიიღო სამგლოვიარო დეპეშა ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 7 სექტემბერს ნიკოლოზ მელიქიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გვირგვინის ნაცვლად შემახელ ქართველთა მიერ ილია ჭავჭავაძის ფონდის დასაარსებლად შეკრებილი 103 მანეთი გაუგზავნა.
1907
ტიპი: თანამდებობა
ქრისტინე შარაშიძის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ის 1907 წლის შემოდგომაზე მარიამ ყაუხჩიშვილმა თავის გიმნაზიაში მიიწვია მასწავლებლად.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 1-ელი სექტემბრიდან 27 აგვისტომდე ლუბა ფოცხვერია ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის პირველი სექტემბრიდან სპირიდონ გაბელაშვილი ვაჟთა მე-2 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწედ დაინიშნა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს, როგორ უნდა მიეგოთ პატივი 30 აგვისტოს მოკლული ილია ჭავჭავაძისათვის.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, რომ დავით კარიჭაშვილი და ივანე რატიშვილი ყოფილიყვნენ ილია ჭავჭავაძის დასაფლავებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრები. მათ დაევალათ, დასწრებოდნენ ილია ჭავჭავაძის გადმოსვენებას საგურამოდან თბილისში.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის სექტემბერში ქართველ ქალთა ამხანაგობის მასწავლებელმა სალომე მაღალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წიგნების უფასოდ გადაცემა სთხოვა. გამგეობამ 10 მანეთის ღირებულების წიგნები გამოუყო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ენკენისთვეში სოხუმის ციხიდან თავდებით გამოშვებულმა თედო სახოკიამ მოიარა სამეგრელო და ალექსანდრე მესამის სახელობის საეთნოგრაფო და კავკასიის მუზუმებისთვის, ასევე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის სამეგრელოს საეთნოგრაფო კოლექციები შეაგროვა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის სექტემბერში სოხუმის ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე თედო სახოკიას საქმის განხილვის დასრულებამდე იგი თავდებით გამოუშვეს.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წლის სექტემბერში სოხუმის ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე განიხილეს თედო სახოკიას საქმე და ბრალდებულს ციმბირის შორეულ გუბერნიაში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის სექტემბერში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ იოსებ ბარათიშვილი და გიორგი გვაზავა მიავლინა სოხუმში თედო სახოკიას დამცველებად მისი საქმის გასარჩევად შეკრებილ ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ენკენისთვეში თედო სახოკიას საქმის გასარჩევად სოხუმში შეკრებილ ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე ბრალდებულის დამცველებად გამოიძახეს ვექილები, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი და გიორგი სიდამონ-ერისთავი.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წლის ენკენისთვეში ქალაქ სოხუმში თედო სახოკიას საქმის გასარჩევად შეკრებილ ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე წოდებათა წარმომადგენელნი იყვნენ ნიკოლოზ თავდგირიძე, პ. ბარსკი და ესტონელთა სოფლის მამასახლისი.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წლის ენკენისთვეში ქალაქ სოხუმში თედო სახოკიას საქმის გასარჩევად შეიკრიბა სოხუმის ოლქის სასამართლო პალატის სესია შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე ნ. ბოგოროდსკი, წევრები − იონინი, ორლოვსკი, წოდებათა წარმომადგენელნი − ქალაქისთავი ნიკოლოზ თავდგირიძე, ქალაქის ექიმი პ. ბარსკი და ესტონელთა სოფლის მამასახლისი.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის სექტემბერში ნ. ბოგოროდსკი იყო თავმჯდომარე სოხუმის ოლქის სასამართლო პალატის სესიისა, რომელმაც თედო სახოკიას საქმე განიხილა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის სექტემბერში სოხუმში ჩამოსულმა ოლქის სასამართლო პალატის სესიამ რევოლუციაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული თედო სახოკიას საქმე განიხილა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 31 აგვისტოს კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ძეგლის საკითხი. პართენ გოთუას წინადადებით, ძეგლი ერევნის მოედანზე უნდა დაედგათ და მოედნისთვის ილიას სახელი მიენიჭებინათ. ასევე განიხილებოდა რაიმე მისანიშნებლის დადგმა მწერლის მკვლელობის ადგილზე.

