საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წლის 24 აგვისტოს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის მემკვიდრე საიმპერატორო ტახტზე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვი ფოთში ჩამოვიდა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „დროებიდან” ვიგებთ, რომ შარიფ-ბეგი იყო ქართველი თავადების, ხიმშიაშვილების გვარის წარმომადგენელი. ამ გვარს და თვით შარიფ-ბეგს, როგორც ამ გვარის თავკაცს, უდიდესი გავლენა ჰქონდა აჭარაში, არტაანში, ფოცხოვში და ა.შ. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შარიფ-ბეგი იყო სელიმ-ფაშას ვაჟი. სელიმ-ფაშა კი ახალციხის ფაშა იყო საუკუნის დასაწყისში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს 4 მარტს „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით მადლობა გადაუხადეს კონსტანტინე გაბარაშვილს იმის გამო, რომ მან მეჯვრისხევის სამკითხველოს გაუგზავნა წიგნები და თავისი ხარჯებით გამოუწერა 1897 წლის „ჯეჯილი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 იანვარს უნივერსიტეტის დღის აღსანიშნავად გაიმართებოდა ტრადიციული ეროვნული საღამო მარიამ რამიშვილისა და ოლღა სვანიშვილის მონაწილეობით.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს 4 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სვიმონ თულაშვილს მადლობა გადაუხადეს მეჯვრისხევის სამკითხველოს ფინანსური დახმარებისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს 4 მარტს „ცნობის ფურცელში“ გიორგი ერისთავს მადლობა გადაუხადეს მეჯვრისხევის სამკითხველოსთვის თოთხმეტი ქართული წიგნი შეწირვის გამო.

1868

ტიპი: სტატუსი

1868 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1869 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის მემკვიდრე საიმპერატორო ტახტზე იყო ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვი.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წლის 28 აგვისტოს რუსეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვი თბილისს ეწვია.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წლის 2 სექტემბერს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის მემკვიდრე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვი ქუთაისისკენ გაემგზავრა.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წლის 3 დეკემბერს გამოვიდა მისი უდიდებულესობა იმპერატრიცა მარია ალექსანდრეს ასულის რესკრიპტი ამიერკავკასიის ქალიშვილთა ინსტიტუტის მისი უდიდებულესობა ოლგა თედორეს ასულის მზრუნველობის ქვეშ გადასვლის შესახებ.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წლის 20 თებერვალს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით, კავკასიაში ჩამოყალიბდა ხელოვნების გავრცელების საზოგადოება.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წლის 2 აპრილს რუსეთის იმპერიის საზღვარს მოადგნენ სპარსეთის ელჩები, რომლებიც კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვთან შესახვედრად მიეშურებოდნენ.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წლის 18 იანვარს რუსთა რაზმმა გენერალ-მაიორ თუმანოვის ხელმძღვანელობით ზიკრისტები დაამარცხა ჩეჩნეთის აულ შალისთან.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ელიზბარ მურზაყანის ძე მიქელაძეს გადასახდელი ჰქონდა 623 მანეთი და 48 კაპიკი.

1864

ტიპი: თანამდებობა

კავკასიის მეფისნაცვალი 1864 წელს იყო მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წლის 5 აპრილს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი ნებით შესაძლებელი გახდა ევროპული და კოლონიალური საქონლის გატანა თბილისიდან ბაქოში და ბაქოდან სპარსეთში.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წლის 29 იანვარს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით დამტკიცდა კავკასიაში ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წლის 14 აპრილს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით დამტკიცდა თბილისის გუბერნიაში სამეურნეო საზოგადოებათა ჩამოყალიბების საკითხი.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წლის 27 ივნისს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება კავკასიის მუზეუმის გახსნის შესახებ.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით დამტკიცდა დამატებითი წესები, რომელიც ეხებოდა ქუთაისის გუბერნიის განთავისუფლებული გლეხებისათვის საცხოვრებელი პირობების შექმნას.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წლის 25 ოქტომბერს გამოსული რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი ბრძანებულებით რედუტ-კალე შევიდა შავიზღვისპირეთის იმ ტერიტორიათა რიცხვში, სადაც ნებადართული იყო უცხოური სავაჭრო გემების მიმოსვლა.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წლის 23 აგვისტოს გამოსული რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი ბრძანებულებით უცხოური გემების შემოსვლა დაიშვებოდა: ანაპაში, კონსტანტინოვსკოესა და სტანიცა ველიამინოვსკაიაში, სოხუმ-კალეში, ოჩამჩირესა და ფოთში.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წლის 27 აგვისტოს გამოსული რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი ბრძანებულებით საქართველოსა და იმერეთის უკანასკნელ მეფეთა შთამომავლებსა და თავადებს მიენიჭათ უბრწყინვალესობის წოდება.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 9 სექტემბერს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის განკარგულებით თბილისში შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა მინერალური წყლებით მდიდარი ტერიტორიები თბილისში და გოგირდის წყლების ახალი კერები გამოევლინა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 9 სექტემბერს თბილისში გოგირდის წყლების ახალი კერების გამოსავლენად შექმნილ კომისიას სამოქალაქო მრჩეველი გერმანე ვილჰელმის ძე აბიხი ხელმძღვანელობდა.