საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლიდან შალვა ნუცუბიძე მხოლოდ აკადემიურ მუშაობას ეწეოდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს შალვა ნუცუბიძე პოლიტიკურ წრეებს ჩამოშორდა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წელს დაიბეჭდა სიმონ ქვარიანის მონოგრაფია „ქართული ერის ტრაგედია მე-17 საუკუნეში“.

1911

ტიპი: ნასამართლეობა

1911 წლის იანვარში ვარდენ თიკანაძეს, რომელსაც ბრალი ედებოდა რამდენიმე ტერორისტული აქტის მოწყობაში, ერმოლოვზე თავდასხმასა და სპარსეთის რევოლუციაში მონაწილეობაში, სასამართლომ ჩამოხრჩობა მიუსაჯა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს გურიის სოციალ-დემოკრატიულმა კომიტეტმა ყაჩაღების წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა ვალოდია გოგუაძის მეთაურობით.

1911

ტიპი: ნასამართლეობა

1911 წელს პორფილე პაიჭაძეს და მისი რაზმის ხუთ წევრს – ტრიფონ არაბიძეს, კოლია ლორთქიფანიძეს, ალექსანდრე სვანიძეს, ისმაილ და სერაპიონ ჭუმბურიძეებს – სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ზაქარია მდივანი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ანდრია ბენაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ვასილ გაბაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911-1914 წლებში ილია ოდიშელიძე სამარყანდის ოლქის სამხედრო გუბერნატორი იყო.

1911

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ვარდენ წულუკიძე 1911 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ერისთავი 1911 წელს „წმინდა კათოლიკე იზაბელას“ ორდენის კომანდორთა ჯვრით დააჯილდოვეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლიდან გიორგი ფურცელაძე ლორეს 208-ე ქვეით პოლკში მსახურობდა ბატალიონის მეთაურად.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს კოტე აფხაზი სპარსეთში, თავრიზის საბრძოლო რაზმის შემადგენლობაში ირიცხებოდა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლიდან სოლომონ ყარალაშვილი თერგის მხარის ვედენოს ოლქის (ჩეჩნეთი) სამხედრო უფროსად მსახურობდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს სიმონ ესაძე ქალაქ სტავროპოლსა და თემირხანშურაში საგუბერნიო საარქივო მასალების დასალაგებლად და მოსაწესრიგებლად მიავლინეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911-1918 წლებში სიმონ ესაძე კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამხედრო ისტორიული განყოფილების უფროსად მსახურობდა. ამავდროულად მუშაობდა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის აღწერის კომისიის თავმჯდომარედ.

1911

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ზაქარიაძე 1911 წელს წმინდა სტანისლავის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს იოსებ როინიშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს ივანე ჯაფარიძე თერგის მხარის გროზნოს ოლქის სამხედრო უფროსად დაინიშნა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს ივანე ჯაფარიძეს პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911-1914 წლებში მსახურობდა თერგის მხარის ხასავიურტის ოლქის უფროსად.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს ირაკლი ვეზირიშვილი კავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლოს სამხედრო პროკურორის თანაშემწედ დაინიშნა.