საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92240

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ტიტე ქიქოძე და გრიგოლ მაღალაშვილი თბილისის კერძო სამკურნალოს შინაგან სნეულებათა ექიმები იყვნენ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ვახტანგ მუსხელიშვილი თბილისის კერძო სამკურნალოში ოფალმოლოგად მუშაობდა. 

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბ. ა. პოპოვი თბილისის და ვაგზლის კერძო სამკურნალოების ყელ–ყურ–ცხვირის ექიმი იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ნ. რცხილაძე თბილისის კერძო სამკურნალოს სტომატოლოგი იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბ. ა. პოპოვი თბილისის კერძო სამკურნალოს ყელ–ყურ–ცხვირის ექიმი იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ი. შ. ჭანტურია ავჭალის N71-ში სტომატოლოგად მუშაობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ივანე გომართელი ვაგზლის კერძო სამკურნალოში დერმატოლოგად მუშაობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ლეონტი ბარკალაია გოგოლის ქ. N71-ში ფერშლად მუშაობდა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ახალ სხივში“ ნადია კალანდარიშვილი პედაგოგის, მელიტონ ჩოგოვაძის გარდაცვალებას იუწყება.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, იმერეთის საეპარქიო კრების სახელით ბლაღოჩინმა სიმონ მიხეილის ძე მჭედლიძემ საქართველოს ახალ ეგზარქოსს, ინოკენტს მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 14 თებერვალს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის ახალ წევრებად აირჩიეს ნიკოლოზ ტარსაიძე, ალიოზ შიხინაშვილი, შალვა მიქელაძე და დავით ნახუცრიშვილი.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ნ. რ. ერისთავი 14 თებერვალს ქართული დარამატული საზოგადოების კრებამ გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის14 თებერვალს ქართული დარამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის ახალ წევრებად ალექსანდრე სარაჯიშვილი, ნიკოლოზ ქართველიშვილი და ნიკო ლორთქიფანიძე აირჩიეს.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 14 თებერვალს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე პეტრ მამრაძე, დიმიტრი დუმბაძე და ალექსანდრე რატიშვილი სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 17 თებერვალს სახალხო სახლში ცნობილი საოპერო მომღერლის, ვან-ბრანდტის კონცერტი გაიმართებოდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის თაოსნობით ვერესოვი წაიკითხავდა ლექციას თემაზე „ალკოჰოლიზმი და მისი შედეგები“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 თებერვალს ნ. ა. ერმოლოვმა სახალხო უნივერსიტეტში პოლიტიკურ ეკონომიაზე ლექცია წაიკითხა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 16 თებერვლის 14 თებერვალს ტრამვაის ვაგონი, რომელსაც ოგ. აკოფიანცი მართავდა, თელავის მაზრის მცხოვრებ გ. გიგაშვილს დაეჯახა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბაღნიევმა სახალხო უნივერსიტეტში ბოტანიკის შესახებ ლექცია ქართულ ენაზე წაიკითხა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ექიმმა პაპისოვმა სახალხო უნივერსიტეტში ვენერიული დაავადებების შესახებ ლექცია წაიკითხა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს გალაკტიონ ტაბიძე დოსტის ფსევდონიმით გაზეთ „ახალ სხივში“ პუბლიკაციებსა და ლექსებს ბეჭდავდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართულ თეატრში წარმოადგინეს შირვანზადეს „ნამუსისთვის“ და ვოდევილი „გულმა იგრძნო“, რომელშიც ვასო აბაშიძე, ტასო აბაშიძე, გედევან გედევანოვი და ნიკოლოზ გვარაძე მონაწილეობდნენ.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბათუმში, დონდუკოვ-კორსაკოვის ქუჩაზე, კ. ა. მაჭარაძისა და პ. ა. ჭეიშვილის ავეჯისა და ჭურჭლის მაღაზია ფუნქციონირებდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ექიმის თანაშემწე ბ. ბრომელმა და ქიმიკოსმა კავკაზიმ ავლაბრის აფთიაქში, რომლის მოიჯარე ბ. ზოლოტნიცკი იყო, რევიზიის დროს ფალსიფიცირებული წამლები აღმოაჩინეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე მადლობას უხდის ამელიცა მათიაშვილისას, რომელმაც ჭიათურაში სამკითხველოსთვის 25 მანეთი შეაგროვა. შემომწირველები იყვნენ: ნ. ლეჟავა, ვასილ სიმონის ძე წიტაიშვილი, გიორგი სპირიდონის ძე ნუცუბიძე, პროკოფი მესხი და სხვ.