საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ალექსანდრე ყიფშიძის წიგნი „მთიულეთი. 1804 წ.” მიღებული შემოსავალი უნდა გადაედოთ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას განსავითარებლად.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 იანვრისთვის განჯის კლუბის დაბრაზში დაგეგმილი იყო საქველმოქმედო საღამო. საღამოზე უნდა წარედგინათ კომედია „მე მინდა კნეინა გავხდე”. მთავარ როლებს ვასო აბაშიძე და ნატო გაბუნია ასრულებდნენ. წარმოდგენის შემდეგ ქართული სიმღერები უნდა შეესრულებინა ბ. ბეჟანიშვილის მიერ შედგენილ ქალ-ვაჟთა გუნდს. საღამოს გამგეთ აირჩიეს ალექსანდრა გიორგის ასული ყანჩელისა. მსურველებს მის სახელზე უნდა გამოეგზავნათ ნებისმიერი სახის შემოწირულობა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 17 იანვარს გიორგი სხირტლაძემ „ცნობის ფურცელში” გამოაქვეყნა განცხადება თბილისში, სასახლის ქუჩაზე, თეატრის რესტორნის, „ზამთრის ბაღის” გახსნის შესახებ. რესტორნის ტერიტორიაზე კერძო ოთახებში მოწყობილი იყო საბილიარდო სივრცე.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და „ქართველთა ამხანაგობის” მაღაზიებში სამ აბაზად იყიდებოდა ჰენრიკ სენკევიჩის ისტორიული რომანი „ცეცხლითა და მახვილით”.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ ყოველდღე იმართებოდა საღამო-წარმოდგენები, რომლის კონფერანსიე იყო ნეჩაევი.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს რაჭის მაზრის უფროსის თანამდებობა ნიკოლოზ ჩიკვაიძემ დაიკავა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს სამსონ მაჭავარიანი გახდა საჩხერის „უჩასტკის ნაჩალნიკი“.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 9 იანვარს იუწყებიან ივანე ჩხაიძის გარდაცვალებას. გარდაცვლილს გაასვენებდნენ შაბათს, 11 იანვარს სოფელ იტრიაში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 18 აგვისტოს გენერალ-მაიორ ჯორჯაძეს ბანაკში ეახლა 17 პირი სოფელ გასიხიდან. ამ 17 პირიდან სამს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული „კაიტაღელების არეულობაში”. ჯორჯაძის განკარგულების მიხედვით, ასეთი პირები უნდა დაეკავებინათ. როდესაც ჯორჯაძემ და მისმა მხლებლებმა მათი დაკავება მოინდომეს, ბრალდებულები ცივი იარაღით შეტევაზე გადავიდნენ. შეხლა-შემოხლის შედეგად მძიმედ დაიჭრნენ: ჯორჯაძე, სემენოვი, მოროზოვი და მუზიკანტოვი. სამი ბრალდებულიდან ორი მილიციონერებმა მოკლეს. ამ არეულობას შეეწირა 6 უდანაშაულო თანასოფლელიც.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს ნიკოლოზ ყენია გახდა ოზურგეთის „მიროვის პოსრედნიკი”.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს ქუთაისის გუბერნიის განკარგულებით „სტოლონაჩალნიკის” თანამდებობა მიენიჭა სამსონ ტარიელის ძე წულუკიძეს.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს ქუთაისის გუბერნიის განკარგულებით ვოიუცკიმ დატოვა „სტოლონაჩალნიკის” თანამდედობა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 იანვარს „ცნობის ფურცლის“ რედაქციას სიღნაღიდან აუწყეს, რომ საზღვარგარეთიდან დაბრუნდა ნაუმენკო. იგი 5 თვით საზღვარგარეთ ყოფილა წასული თვალების მკურნალობის პრაქტიკულ ნაწილის შესასწავლად. სიღნაღში ჩასვლისთანავე პაციენტების დიდი რიგი დაუდგა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს, ქუთაისის გუბერნიის განკარგულებით, „სტოლონაჩალნიკად” დანიშნეს ნიკოლოზ ალავიძე.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მამუკა ვახუშტის ძე აბულაძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ქვიტირში მდებარე სახნავ-სათესი, 6 დესეტინა და 288 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1850

ტიპი: თანამდებობა

1850 წელს კავკასიის მეფისნაცვალი იყო მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ანდრია და ასლან მანუჩარის ძე ჩხეიძეებს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ობჩაში მდებარე ზვარი, სახნავ-სათესი, 10 დესეტინა და 1056 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალოვს სახლი ჰქონდა ჭავჭავაძის ქუჩაზე.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი ქაიხოსროს ძე იოსელიანს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავეული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ გაღმა წყალტუბოში მდებარე ეზო, ზვარი, სახნავ-სათესი, 22 დესეტინა და 300 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლის 26 მარტს თბილისის გუბერნიის დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგად აირჩიეს თბილისის თავადაზნაურობის წინამძღოლი დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, რომ უყურადღებოდ დაეტოვებინათ ა. გრ. გეგენავას, ეკატერინე კვალიაშვილის, ვ. სტ. დიდიშვილის, კ. გრ. მაღლაფერიძის, ეფ. სირაძის, ნ. ბ. ჭყონიას, ბაირამ ყარაჯა-ოღლის, ბ. ი. კალანდაძის და ერ. გრ. თოლორდავას თხოვნები სასამართლოს განაჩენებით მათთვის გადაწყვეტილი სასჯელის პატიების შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 30 დეკემბერს დუშეთში მოქალაქეთა კრებაზე ახალ დეპუტატად აირჩიეს გრიგოროვი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, რომ ევ. გ. კეთილაძეს ქუთაისის სასამართლოს 1918 წლის 25 დეკემბრის განაჩენით გადაწყვეტილი სასჯელი შეცვლილიყო ერთი წლით ციხით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის განკარგულებით, 10-მილიონიანი ფონდიდან 15000 მანეთი გადაეცა ეპიდემიასთან ბრძოლისას დაღუპულ ექიმ ნიკოლოზ სოლომონის ძე ღოღობერიძის მამას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში ქუთაისის ოლქის სასამართლოს უფროსმა ნოტარიუსმა უარი უთხრა კონსტანტინე და ბესარიონ გურულებს აღმასრულებელი ფურცლის რეესტრში ჩანიშვნაზე იმ მიზეზით, რომ 1918 წლის 23 თებერვლის დეკრეტის ძალით დროებით შეჩერებული იყო სასოფლო მამულების გადაცემა და აკრძალვა ვრცელდებოდა საადგილმამულო კომიტეტის განმარტებით, აგრეთვე სამედიატორო მსაჯულების განაჩენზე.