რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბიჭია ივანეს ძე აბაშიძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრაში მდებარე ეზო, ზვარი, სახნავ-სათესი, 10 დესეტინა და 1660 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მახარობელ ბეჟანის ძე გაჩეჩილაძეს გადასახდელი ჰქონდა 212 მანეთი და 13 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში გიორგი ნიკოლოზის ძე მხეიძეს გადასახდელი ჰქონდა 1249 მანეთი და 61 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი ნიკოლოზის ძე მხეიძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ზუგდიდის მაზრაში მდებარე ეზო, ზვარი, 19 დესეტინა და 960 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მიხაილ ივანეს ძე შნეიდერს გადასახდელი ჰქონდა 2688 მანეთი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხაილ ივანეს ძე შნეიდერს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ორპირის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი და 2181 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სილიბისტრო გოჯასპირის ძე ლორთქიფანიძეს გადასახდელი ჰქონდა 1118 მანეთი და 21 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სილიბისტრო გოჯასპირის ძე ლორთქიფანიძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში უსახელო ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვის სახლი და 300 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მერაბ გიორგის ძე ლორთქიფანიძეს გადასახდელი ჰქონდა 1563 მანეთი და 65 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მერაბ გიორგის ძე ლორთქიფანიძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა დაბა ყვირილაში მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 225 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში შარმაზონ და ირაკლი დიმიტრის ძე ნიჟარაძეებს გადასახდელი ჰქონდათ 7165 მანეთი და 10 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, შარმაზონ და ირაკლი დიმიტრის ძე ნიჟარაძეებს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ მაღლაკში მდებარე 30 დესეტინა და 1272 კვადრატული საჟენი სახნავი მიწა, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სინო კოხტას ძე მიქელაძეს გადასახდელი ჰქონდა 2340 მანეთი და 74 კაპიკი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 იანვარს „ცნობის ფურცელში” გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ პასტერის სისტემით დამზადებული აბრეშუმის ჭიის თესლი სარდიონ ლუკას ძე ლომიძესთან.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვრიდან, იანოვსკის მოხსენების მიხედვით, სტიპენდიები დაენიშნათ მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტებს: ლეონიდ მაყაშვილს, ნიკოლოზ ელიავას, კონსტანტინე ელიოზოვსა და ივან სტანიშევსკის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში გიგო სიმონის ძე წულუკიძეს გადასახდელი ჰქონდა 3546 მანეთი და 83 კაპიკი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 იანვარს „ქართულ თეატრში” დაიდგა პიესა „ყაჩაღები”. პიესაში მთავარ როლს ასრულებსა ალექსი მესხიშვილი და ბარბარე ავალიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს სომხეთის დიპლომატიურმა მისიამ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის გაუგზავნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვის დეპეშის ასლი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ხატისოვი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის სწერდა, რომ სომხეთის მთავრობამ არა ერთხელ გამოთქვა სურვილი ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის დაახლოების შესახებ, იმჟამადაც რჩებოდა იგივე შეხედულებაზე და ამ საკითხს გადაწყვეტდა ამიერკავკასიის რესპუბლიკათა კონფერენციაზე, რომლის მოწვევის დროს და ადგილს სომხეთის მთავრობა უახლოეს მომავალში დაადგენდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა დეპეშა გაუგზავნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის სწერდა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ამიერკავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკათა კონფერენციის იდეას, რადგან საქართველო ყოველთვის ცდილობდა სამი სახელმწიფოს შეერთებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის სწერდა, რომ საქართველოს მთავრობა სასურველად მიიჩნევდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკათა კონფერენციის მოწვევას თბილისში, 12-15 იანვარს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ მამედ ჰასან გაჯინსკის მიერ შემუშავდა კონკრეტული გზები მოახლოებული პურის კრიზისის გამო. ვინაიდან გლეხობა პურს არ ჰყიდდა ფულზე, მთავრობამ გადაწყვიტა პირველადი საჭიროების საგნებში გაეცვალა მასში. ამისათვის დაარსდა სპეციალური კომისია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 იანვარს დამფუძნებელი კრების უფროსი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე დაესწრო სახალხო გვარდიის შტაბის სხდომას.

