რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1855
ტიპი: ღონისძიება
1855 წლის 23 მაისს ახალქალაქის რაზმის ნაწილმა პოლკოვნიკ გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის მეთაურობით თურქთა კავალერია დაამარცხა დაბა სელდასთან გამართულ ბრძოლაში.
1855
ტიპი: ღონისძიება
1855 წლის 17 ივლისს ალექსანდროპოლის ჯარის ნაწილი კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლისა და კავკასიის მეფისნაცვლის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვის მეთაურობით სოღანლუღის მთებს იქით გადავიდა და ანატოლიის არმიის პროვიანტის საწყობი გაანადგურა.
1855
ტიპი: ღონისძიება
1855 წლის 25 ივლისს ალექსანდროპოლის ჯარის ნაწილი კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლისა და კავკასიის მეფისნაცვლის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვის მეთაურობით თავისი თავდაპირველი განლაგების ადგილზე დაბრუნდა და ყარსის ბლოკადა განაახლა.
1855
ტიპი: ღონისძიება
1855 წლის 16 ნოემბერს რუსთა ჯარმა კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლისა და კავკასიის მეფისნაცვლის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვის მეთაურობით ყარსი აიღო.
1856
ტიპი: თანამდებობა
1856 წლის 22 ივლისს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდალი და კავკასიის მეფისნაცვალი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვი მისი სურვილისამებრ განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობებიდან.
1855
ტიპი: თანამდებობა
1856 წლის 22 ივლისს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლისა და კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობებიდან განთავისუფლებულმა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვმა შეინარჩუნა გენერალ-ადიუტანტის წოდება.
1856
ტიპი: თანამდებობა
1856 წლის 26 ივლისს კავკასიის ცალკეული კორპუსის ხელმძღვანელი და კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ივანეს ძე ბარიატინსკი დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლად და კავკასიის მეფისნაცვლად.
1856
ტიპი: თანამდებობა
1856 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ბარიატინსკი იყო კავკასიის ცალკეული კორპუსის ხელმძღვანელი და კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელი.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წლის 24 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლისა და ნოვოროსიისკისა და ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორის თანამდებობებიდან გადამდგარ მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვს შეუნარჩუნდა გენერალ-ადიუტანტის წოდება და სახელმწიფო საბჭოს წევრობა.
1856
ტიპი: ღონისძიება
1856 წლის 4 სექტემბერს რუსთა ჯარმა აფხაზეთის მთავრის, მიხეილ შარვაშიძის მეთაურობით სოხუმის ციხე აიღო.
1857
ტიპი: ღონისძიება
1857 წლის 5 ოქტომბრის ღამეს გენერალ-ლეიტენანტმა გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანმა შტურმით აიღო შამილის მიერ გამაგრებული სამხედრო პუნქტი: ახალი ბურტუნაის აული.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წელს ოლღა ზაქარიას ასული ქურდიანი დეკანოზ გიორგი პეტრიაშვილის მეუღლე იყო.
1856
ტიპი: თანამდებობა
1856 წლის 22 ივლისს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლისა და კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობებიდან განთავისუფლებული ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვი სახელმწიფო საბჭოს წევრად დაინიშნა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 20 მარტს ხუთშაბათს არტისტი გ. ს. ალექსეევ-მესხიევი გამართავდა სასიმღერო და სალიტერატურო საღამოს. იგი რუსულად წაიკითხავდა გოგოლის თხზულებას „შეშლილის წერილებს“ და წარმოადგენდა შილერის ტრაგედიიდან სცენას „ავაზაკები“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 23 მარტს კვირას დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი) გამართავდა კონცერტს, რომელიც ოთხი ნაწილისაგან შედგებოდა.

