რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი აფხაზი იყო იტალიურ-კავკასიური ბანკის დირექტორი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ს. გეგელაშვილი იყო იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის ინსპექტორი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს 15 000 მანეთის ოდენობით აღმოეჩინა დახმარება მელიტონ ყენიასთვის ანარქიული გამოსვლებისას დაღუპული მამის გამო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო ფულის მითვისებაში ბრალდებული შალვა მაღლაკელიძის სახლს და მამულს სასამართლომ ყადაღა დაადო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გერასიმე იმნაიშვილი იყო მასწავლებელი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საქართველოს ეგზარქოსი პალადი წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვას წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებლის ეკლესიაში აღავლენდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, სიონის ტაძარში აღევლინა წირვა, რომელსაც ბევრი ხალხი დაესწრო. წირვაზე პეტრე კარბელაშვილმა საგალობელი შეასრულა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 30 იანვარს თბილისის „სობრანიის“ დარბაზში მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა საზოგადოება გამართავდა კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ბ. ბ. მუსინა-პუშკინა და პიოტრ კოლჩინი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში გაზეთ საქართველოს მომარაგების მინისტრ გიორგი პავლეს ძე ერაძესა და ფირმა „კოსმოსის“ მთავარ რწმუნებულ გ. გ. ბერიძეს შორის დაიდო შეთანხმება სამხრეთ ამერიკიდან ფირმა „კოსმოსის“ მიერ საქართველოსთვის 4 000 ტონა პურის გამოგზავნის თაობაზე.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ გ. კოზლოვსკის კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის მიუწოდებია ცნობები საყლაპავი მილის დაზიანების შესახებ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ გ. კოზლოვსკის კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის წარუდგენია ჩატარებული ოპერაციების ანგარიში.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ი. ი. ტალკოსა და ს. ი. ანანოვს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის მიუწოდებიათ ცნობები სპილოს დაავადების შედეგად მარჯვენა ქვედა კიდურის გადიდების შესახებ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ქირურგი ივანე ივანეს ძე მინკევიჩი თიაქრის რადიკალური მკურნალობის დროს მოზნერის მეთოდს ეყრდნობოდა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისათვის, ჯარისკაცთა ყოფის გათვალისწინებით, მეტად მნიშვნელოვანი იყო ქირურგ ივანე ივანეს ძე მინკევიჩის მიერ მიწოდებული ცნობები, რომელიც თიაქრის რადიკალურ მკურნალობას ეხებოდა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ადოლფ ალექსანდრეს ძე რემერტს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის მიუწოდებია ცნობები ბავშვის ორგანიზმში პათოლოგიური ადგილების შესახებ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ექიმ შულცს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის მიუწოდებია ცნობა ბავშვის მოწამვლის შესახებ საფაბრიკო იარლიყის მწვანე საღებავით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ვ. ა. მილიოტიმ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წინაშე წამოჭრა საკითხი ავადმყოფების მათი დაავადებისთვის ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში გადაყვანის შესახებ.
1869
ტიპი: გარდაცვალება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მოკლულ იქნა გენერალი მიხეილ პეტრეს ძე დალინი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ი. ი. მალინინს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის მიუწოდებია ცნობები გენერალ დალინის მკვლელობის საქმის შესახებ.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ თელავის მაზრის აქციზის უფროსი მიხეილ პისანკო პირნათლად არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ძირითადად დროს საბილიარდოში ატარებდა და თუ რომელიმე ვაჭარი ხელმოსაწერად მიუტანდა „ბლანკს“, ვაჭრებს ეუბნებოდა, რომ იქ ბილიარდის ოთახი იყო და არა ქარხანა, ამიტომ მათ დილიდან საღამომდე უწევდათ ლოდინი.

