საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89462

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს აბაშაში დახურეს სამარხი სალარო, რომლის გამგეებიც ფ. დგებუაძე და ბ. ხუსკივაძე იყვნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 ნოემბერს ნესტორ უგრეხელიძე ქუთაისში თავისი აშენებული სამსართულიანი სახლის სახურავიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ნესტორ უგრეხელიძე მუშად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ფ. დგებუაძე აბაშაში მასწავლებლად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ბ. ხუსკივაძე აბაშაში მასწავლებლად მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად ქალაქის თეატრში ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დილა გამართეს. ღონისძიება დავით კლდიაშვილმა ილიასადმი მიმართვით დაიწყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი განჯის გიმნაზიაში მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ვასილ ვასილის ძე ბლავატსკი გურია-ქუთაისის სამხარეო მოსამართლის მოადგილე იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს თეოდორ გრიგოლის ძე ტრიპოლსკი იყო ქალაქ ერევნის სამხარეო სასამართლოს მოსამართლის მოადგილე.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს თავადი გიორგი სიმონის ძე წულუკიძე ოზურგეთის პოლიციის კომისარი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ნოემბერში ქუთაისის დრამატულმა დასმა იუმორისტულ საღამოზე დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ წარმოადგინა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წელს ნიკოლოზ ბოზარჯიანცს თბილისში თამბაქოს ქარხანა ჰქონდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ნოემბერს ლავრენტი ხამაშურიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის სახლები დაიწვა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს აპოლონ არსენის ძე კობახიძე ჭიათურის სამთო-ტექნიკური სასწავლებლის ხელმძღვანელად და მასწავლებლად დაამტკიცეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს მ. რატიანი ხონის პროგიმნაზიის ექიმად დანიშნეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მილუტინი გაზეთ „კავკაზის“ რედაქციაში მუშაობდა. 

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის დეკემბერში თბილისის ოლქის სასამართლომ გაზეთ „კავკაზის“ თანამშრომლებისა და ნაფიცი მსაჯულის თანაშემწე გვაზავას საქმე განიხილა. გვაზავა „კავკაზის“ თანამშრომლებს – მილუტინსა და ბახტაძეს – ცილისწამებაში სდებდა ბრალს.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს დიმიტრი ივანეს ძე ივანოვი რევნის სამხარეო სამმართველოში მუშაობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვალერიან (ვალიკო) ჯუღელი იყო გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ა. პოპლოვსკი იყო გამომძიებელი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ გიორგის ძე ყაუხჩიშვილი იყო ინჟინერი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ეგნატეს ძე პოლტორაცკი იყო გამომძიებელი, პროკურორის მოადგილე.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის იანვარში ალექსანდრე სერგეევი თბილისის კანტორის მთავარი აგენტი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის იანვარში ექიმი ყარამან ჩიქოვანი პაციენტებს მიხეილის ქუჩის №16-ში იღებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით ელიზბარ ჯაჯანაშვილმა იჯარით გასცა მთაწმინდაზე მდებარე ქალაქის მამული.