საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებამ პათოლოგიისა და თერაპიის განხრით ჩაატარა სამეცნიერო კვლევები, რომელშიც მონაწილწობდნენ: ა. ი. გვოზდევსკიმ, ი. ი. მალინინი და ი. ი. ზახაროვი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-ის ცნობით, ვ. ი. პრისელკოვს, ი. ი. მალინინს, იოსებ ათანასეს ძე გორალევიჩსა და არტემ ივანეს ძე იოანისიანს ჩაუტარებიათ კვლევა ქალაქ თბილისში ყივანახველის გავრცელებისა და მკურნალობის შესახებ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-ის ცნობით, ს. ო. მრევლოვს ჩაუტარებია კვლევა ქართულ გრენადერთა პოლკში ტიფის შემთხვევების შესახებ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მიხეილ ვასილის ძე სკოროვს, ე. ი. კრასნოგლიადოვსა და ვ. ი. პრისელკოვს ჩაუტარებიათ კვლევა, რომელიც ეხებოდა თბილისში დაავადებათა საერთო ხასიათს.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას პათოლოგიისა და თერაპიის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო კვლევები. კერძოდ, მ. დ. ალიაკრიტსკის – ქუნთრუშის შესახებ, ი. ი. მალინინს – ნათხემის ანთების შესახებ, მიხეილ ვასილის ძე სკოროვს – ქრონიკული ურემიის შესახებ.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 25 მაისს თბილისში რიყის ქუჩაზე რკინიგზის მატარებელმა გაიტანა გიორგი ყაითმაზოვი. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, გიორგი ყაითმაზოვი თბილისში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მაისს თბილისში რიყის ქუჩაზე რკინიგზის მატარებელი დაეჯახა მიხეილ შერმაზანოვს, რომელიც მძიმედ დაშავდა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, მიხეილ შერმაზანოვი თბილისში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 მაისს თბილისში არტილერიის ქუჩაზე მდებარე ძმები სტეფანოვების მაღაზია გაძარცვეს, გაიტანეს ავეჯი და 150 მანეთი. საქმეს პოლიციის 1-ელ განყოფილებაში იძიებდნენ.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, ძმები სტეფანოვები მაღაზიას ფლობდნენ თბილისში არტილერიის ქუჩაზე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტელეგრაფის სადგურის ზედამხედველი იყო იოსებ გასმანი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, იოსებ გასმანი გადაიყვანეს დილიჯანის ტელეგრაფის სადგურის ზედამხედველად.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, ალექსანდრე საყვარელიძე იყო თბილისის საოლქო სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ალექსანდრე საყვარელიძე იყო აზნაური.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 16 მაისიდან ალექსანდრე საყვარელიძე დანიშნეს სიღნაღის სასამართლოს განყოფილების მდივნის ხელქვეითად.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ევგენი ავთანდილის ძე ბაგრატოვი იყო აზნაური.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ევგენი ავთანდილის ძე ბაგრატოვი თავისივე თხოვნის თანხამად მოხელედ გაამწესეს თბილისის საგუბერნიო სამმარველოში.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე დიმიტრის ძე თარხან-მოურავი თავისივე თხოვნის თანხამად მოხელედ გაამწესეს თბილისის საგუბერნიო სამმართველოში.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, ალექსანდრე ფილადოვი იყო თბილისის გუბერნიის სამმართველოს კანცელარიის მოხელე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, ალექსანდრე ფილადოვი გადმოიყვანეს თბილისის სამაზრო გამგეობის კანცელარიის მოხელედ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვლადიმერ ბებუთოვი თავისივე თხოვნის თანახმად სამსახურიდან დაითხოვეს.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ვლადიმერ ბებუთოვი იყო თავადი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვლადიმერ ბებუთოვი არყის გამოსახდელი ქარხნების უფროსი კონტროლიორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თელავის წმ. ნინოს სასწავლებელს ფინანსურად ძალიან უჭირდა და მისი მფარველობა გადაწყვიტა დონდუკოვ-კორსაკოვისამ.