რეგისტრირებული ფაქტები92236
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ანანია სალუქვაძემ სამხედროში საამსახურში ყოფნის დროს სხვებთან ერთად ჯარისკაცთა საორგანიზაციო საიდუმლო წრე შექმნა.
1910
ტიპი: ღონისძიება
ერმოლოვმა ვარდენ თიკანაძე ასტრახანის ციხეში იცნო და ადმინისტრაციას მისი ვინაობა შეატყობინა. 1910 წელს თიკანაძე ბათუმში გადაიყვანეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910-იან წლებში თევდორე კიკვაძე ოზურგეთში ცხოვრობდა და ბავშვებს ამზადებდა სასწავლებელში შესასვლელად.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს როსტოვში გადასახლებულმა პარმენ ჭიჭინაძემ მთელ ქალაქში სახელი გაითქვა, როგორც საუკეთესო ექიმმა, მაგრამ პარტიული მუშაობისთვის თავი არ დაუნებებია.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წელს პარმენ ჭიჭინაძე მოწინავე მუშებთან ერთად დაიჭირეს, რამდენიმე თვე მეტეხის ციხეში ამყოფეს და მერე გადაასახლეს კავკასიის საზღვრებიდან. გადასახლებულთა ცენტრი იყო დონის როსტოვი, სადაც პარმენ ჭიჭინაძე წავიდა.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910-იან წლებში როსტოვში პარმენ ჭიჭინაძის გარდა გადასახლებულები იყვნენ ნოე რამიშვილი, ნიკოლოზ ელიავა, სეით დევდარიანი, გრიგოლ ლორთქოფანიძე და სხვ., რომლებიც ეხმარებოდნენ საქართველოში დარჩენილ ამხანაგთა მცირე ჯგუფს.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910-1912 წლებში ზაქარია მდივანი სევასტოპოლის სიმაგრის შტაბის უფროსად მსახურობდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ვასილ გაბაშვილს საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის ბუხარის ოქროს ვარსკვლავის III ხარისხის ორდენი ჰქონდა მიღებული.
1910
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე გედევანიშვილი 1910 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის გიორგი წულუკიძე 1910 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის აბელ მაყაშვილი 1910 წელს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დავით მაჭავარიანი საბრძოლო დამსახურების და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს კოტე აფხაზი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910-იან წლებში კოტე აფხაზი რუსეთის სახელმწიფო საბჭოს უკანასკნელი ქართველი წევრი იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის კირილე ქუთათელაძე 1910 წელს წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების შემოსავალი 3424 მანეთსა და 87 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 1923 მანეთსა და 78 კაპიკს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 ნოემბერს დანიშნული საზოგადო კრება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაიტანა 6 დეკემბერს, რადგან ნატო გაბუნია-ცაგარლის იუბილეს ემთხვეოდა.

