საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 29 მარტს წალკის ქუჩაზე ე. ნ. მოშკინამ თვითმკვლელობა სცადა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, „ჯეჯილის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძის მიერ შეგროვილი 8 მანეთი. შემომწირველები: მ. ვ. ჭიჭინაძე, ს. ქალ. ფიფინოვისა, ონისიმე ბიჭიას ძე სვანიძე, კ. ი. გაჩეჩილაძე და მიხეილ და ივანე თვარაძეები.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილმა ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად 25 მანეთის შემოწირულობა გაიღო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძის მიერ შეგროვებული 8 მანეთი. შემომწირველები: სამსონ ფირცხალავა, მღვდელი ეპიფანე ჯიოშვილი, ევგენი ოჩიგავა, ბესარიონ გებუჩია და სამსონ გეგიძე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, „ჯეჯილის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძის მიერ შეგროვებული 8 მანეთი. შემომწირველები იყვნენ: კონსტანტინე ალექსანდრეს ძე გარაყანიძე, მიხეილ ლობჟანიძე, დავით (დავ.) ქობულაშვილი და არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს გაზეთ „მომავლის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ლეჩხუმის მაზრაში შეგროვებული 13 მანეთი. შემომწირველები: გიორგი სამსონის ძე წერეთელი, დავით გრიგოლის ძე ჯაფარიძე, პაშა წერეთლისა, სვიმონ სიმონის ძე წერეთელი და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს გაზეთ „მომავლის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ლეჩხუმის მაზრაში შეგროვებული 13 მანეთი. შემომწირველები: ვიქტორ ცერცვაძე, ვიქტორ კივაძე, ლავრენტი ღოღელიანი, მაკრინე ახვლედიანი და ანთიმოზ კეჭაყმაძე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს გაზეთ „მომავლის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ლეჩხუმის მაზრაში შეგროვებული 13 მანეთი. შემომწირველები: სვიმონ ახვლედიანი, ნადეჟდა ჩიქოვანისა, გ. და დ. ასათიანები, არჩილ დარახველიძე, ალექსანდრე ხვადაგიანი, იადონა კახიძე, სალომე ხვადაგიანისა და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს გაზეთ „მომავლის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ნიკოლოზ ნასარიძის მიერ ხერსონში შეგროვებული 12 მანეთი და 81 კაპიკი. შემომწირველები: კ. პოდოლანეცი, ვ. ი. არჩვაძე, მ. კაიდარი, მექი ჩხეიძე, მ. ლანწკოშვილი და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს გაზეთ „მომავლის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ნიკოლოზ ნასარიძის მიერ ხერსონში შეგროვებული 12 მანეთი და 81 კაპიკი. შემომწირველები: გიგო რობაქიძე, მ. დაშკოვი, ალავიძე, ხ. რივესი, მ. ზამთარაძე, დ. მესხი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს გაზეთ „მომავლის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად კირ. ჭყონიას მიერ ერევანში შეგროვებული 20 მანეთი. შემომწირველები: კ. უგაშვილი, დავით ნიკოლოზის ძე დათეშიძე, არ. შანიძე, ზ. ი. მაყაშვილი და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს გაზეთ „მომავლის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად კირ. ჭყონიას მიერ ერევანში შეგროვებული 20 მანეთი. შემომწირველები: ნ. სარჯველაძე, ი. იამანიძე, აკაკი ხოშტარია, ნ. პეტრენკო, ი. ქუთათელაძე და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 29 მარტს ქართულ თეატრში წარმოდგენილ სპექტაკლში „ხათაბალა“ ნატალია გაბუნია-ცაგარლისა ხამფერას როლს ასრულებდა, ვასილ აბაშიძე — ისაიას და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 29-30 მარტს მ. ვ. დალსკი სახაზინო თეატრში იყო გასტროლებზე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გაბრუაშვილის ლექსი „ადამიანო, ღირსი არ ხარ ამ სახელისა...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის წერილი „დრამატიულ მოღვაწეობის ასპარეზზე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის ორმოქმედებიანი ვოდევილის „დრამატიულ გამგეობის წევრი“ მე-3 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლიდია დიმიტრის ასულ მგალობლიშვილის ლექსი „უიმედო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლევან თედოს ძე მეტრეველის ნოველა „სული ყვავილად ქცეული“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის ეტიუდი „საღამო იყო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატია „ოსკარ უაილდი და ხელოვნება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „დემონი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის „შთაბეჭდილებანი (ნ. ი. აბრამოვიჩის ლექციების გამო)“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი „ვარსკვლავთ-მრიცხველობა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი სტეფანეს ძე მანთაშოვის ლექსი „ახალგაზრდა პოეტების როს მომესმა ჩანგის ჟღერა...“.