საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92236

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თიანეთში ცუდი გზის გამო ბარბარე ბარათაშვილი ეტლით გადაადგილების დროს თოვლში გაიჭედა და 10 საათის განმავლობაში ელოდა დახმარებას, სწორედ ამიტომ, ადგილობრივმა გლეხებმა გზის შეკეთება დაიწყეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოს წევრი მ. ელიოზიშვილი და თიანეთის სახელმწიფო მამულების გამგებელი ნ. ნევსკი გზების გაუმართაობის გამო თიანეთში ეტლით ჩაეფლნენ თოვლში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 მარტის „გაზეთი“ ივერია იუწყება, რომ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა დასაბეჭდად გადასცა მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანს მის მიერ შედგენილი ქართული გეომეტრიისა და პრაქტიკული ტრიგონომეტრიის მასალები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 მარტის „გაზეთი“ ივერია იუწყება, რომ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მიერ შედგენილი გეომეტრიისა და პრაქტიკული ტრიგონომეტრიის სურათებისა და ფიგურების კლიშეები ნოვიკოვმა 150 მანეთად გააკეთა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 მარტის „გაზეთ“ ივერიის ცნობით, იოსებ რატილი ბოლოჯერ იქნებოდა აღნიაშვილის ქართული ხოროს ლოტბარი, რის შემდეგაც ლოტბარობას მელიტონ ბალანჩივაძეს გადასცემდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 მარტის „გაზეთ“ ივერიის ცნობით, მოსეშვილმა ქუთაისიდან მარსელში სავაჭრო და სამრეწველო საქმეების შესასწავლად ახალგაზრდა, გვარად გაჩეჩილაძე გაგზავნა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 23 მარტის „გაზეთი“ ივერია იუწყება, რომ სომხური გაზეთ „მშაკის“ ცნობით, ახალქალაქის მაზრის უფროსი ალექსანდრე სუმბათაშვილი ბორჩალოს მაზრის უფროსად გადაჰყავდათ.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 22 მარტს პოლიციის მე-9 ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მდივანმა დიმიტრი თევდორეს ძე გავრილენკომ თავი დამბაჩით მოიკლა.

1888

ტიპი: ღონისძიება

„გაზეთი“ ივერია იუწყება, რომ 1888 წლის 19 მარტს ნიკოლოზ აბამელიქოვის მაღაზიიდან მოიპარეს წითელი სამოვარი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობა „უცნაური მუხუდოს“ მე-8 და მე-9 თავი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ელექტროენერგიით ქალაქების გამნათებელი კომპანიის მეპატრონე ბლანშო, რომელიც შვეიცარიიდან თბილისში ჩამოვიდა, კერძოდ, სათავადაზნაურო ბანკის თეატრის განათების საქმეზე, მოლაპარაკებები აწარმოა ბანკის გამგეობასთან მტკვრის მარჯვენა მხარეს განათებების დადგმის თაობაზე.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მოსკოვის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა ა. ხახანაშვილმა დაწერა თხზულება „ისტორია ბიზანტიისა კომნენების მეფობის დროს“ და წარუდგინა უნივერსიტეტის საბჭოს ჯილდოს მისაღებად. საბჭოს გადაწყვეტილებით ავტორს ოქროს მედალი გადასცეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ უილიამ შექსპირის პიესა „ჰამლეტი“ ქართულად ანტონ ფურცელაძემ თარგმნა.

1886

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ უილიამ შექსპირის პიესა „ჰამლეტი“ მესამედ პირდაპირ ინგლისურიდან ლექსად თარგმნა ივანე მაჩაბელმა. ეს თარგმანი 1886 წელს დაიბეჭდა გაზეთ „თეატრში“, შემდეგ კი ცალკე წიგნადაც გამოვიდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დ. ყიფიანის მიერ ქართულად თარგმნილი უილიამ შექსპირის პიესა „იულიუს კეისარი“ ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვერაზე მცხოვრებმა ინჟინერმა გავრილენკომ თავი მოიკლა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პოლიციის მე-10 ნაწილში ჯარისკაცის შვილმა პრასკოვია ევდოკიმოვმა დამბაჩით თავი მოიკლა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 მარტს ოდესელი ეკატერინე იეპეცკის სახლიდან ქურდებმა გაიტანეს 140 მანეთის ღირებულების სხვადასხვა ნივთი.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 21 მარტს პოლიციის მე-3 ნაწილში თბილისის მოქალაქე მელაშვილს ივანე ოვანოვმა 73 მანეთი მოჰპარა. ის პოლიციის მოხელე სავჩუკმა რკინიგზის სადგურზე დააკავა და მოპარული თანხა დააბრუნებინა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 მარტს სასტუმრო „საქსონიის“ მე-2 ოთახიდან, რომელშიც ტიტულოვანი მრჩეველი სერგო ტერ-გრიქუროვი იმყოფებოდა, გაიტანეს 298 მანეთი, 2 მომგებიანი ბილეთი, 2 500 მანეთის თამასუქები და 500 მანეთის ოქროსა და ბრილიანტის ნივთები.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 21 მარტს სასტუმრო „საქსონიაში“ მყოფი ტიტულოვანი მრჩეველი სერგო ტერ-გრიქუროვის გაქურდვაში ბრალი ედებოდათ სასტუმროს მოსამსახურეებს – სვიმონ შენგელაიას და პოკრიფ ანჯარიას, რომლებიც მე-4 ნაწილის ბოქაულის ხელქვეითმა შერგილოვმა დააპატიმრა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ლი აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლის ივანე რამაზის ძე ანდრონიკაშვილის განცხადება,  რომ 20 მაისს თბილისში გაიმართებოდა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრება, რის გამოც 8 აპრილს სიღნაღში ჩატარდებოდა სამაზრო კრება სხვადასხვა განკარგულებათა დასადგენად.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მსახიობთა პროფესიული კავშირის საბჭო იუწყებოდა, რომ მსახიობ ვალერიან შალიკაშვილის წლისთავის აღსანიშნავად წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა 8 თებერვალს, 12 საათზე, ქაშვეთის ტაძარში.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის თებერვალში ელენე კონსტანტინეს ასული სვიმონიშვილ-ბარათაშვილისა გარდაიცვალა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ბიკოვი თბილისის ოლქის სასამართლოს პროკურორი იყო.