რეგისტრირებული ფაქტები92236
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სმიტინი თბილისის ოლქის სასამართლო პალატის პროკურორი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ეპისკოპოსმა ალექსანდრემ თავისი ხარჯებით გააკეთებინა ბაქანი რკინიგზაზე სოფელ ძეგვთან, რომლითაც მოსახლეობას მისვლა-მოსვლა მეტად გაუადვილდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სატეხნიკო საზოგადოების თავმჯდომარე ბოდესლავ სტატკოვსკი 30 აპრილს სურამში აპირებდა წასვლას გვირაბის სანახავად.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 8 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ალექსანდრე იაკობის ძე მანუჩაროვის მოწამვლაში ბრალდებული იყო დეიდამისი, მართა თედოშვილი, რომელიც დააპატიმრეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვ. ა. ბერიძისა დაბრუნდა საზღვარგარეთიდან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 იანვარს, 21.30 საათზე ქალაქის საბჭოში გაიხსნა სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ ხმოსნებს მოუწოდა, გარდაცვლილი გიორგი თუმანიშვილისთვის ფეხზე ადგომით პატივი მიეგოთ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის იანვარში გარდაიცვალა საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი) ქ. თბილისის თვითმმართველობის უხუცესი ხმოსანი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საქართველოს ნაციონალური საბჭოს ფინანსური სექციის წინადადების თანახმად შეიქმნა ქართველ ვაჭართა 39-კაციანი კომიტეტი. კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა აერჩიათ პრეზიდიუმი და აღმასრულებელი კომიტეტი. პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს იასონ ლორთქიფანიძე. არჩეულ პირებს საქართველოს სავაჭრო მდგომარეობის შესწავლა დაევალათ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სატეხნიკო საზოგადოების თავმჯდომარე ბოდესლავ სტატკოვსკი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 აპრილს კავკასიის შტაბის სადგომში გაიმართებოდა საგეოგრაფიო საზოგადოების კრება, რომელზეც მოხსენებას წაიკითხავდნენ ნიკოლაი ნატოვიჩი ქიშმირისა ლადანისა და მცირე ტიბეტის ქვეყნის შესახებ, ხოლო გაბრიელ ხატისოვი – ყაზბეგის მყინვარზე.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Новое Обозръние“-ში დაიბეჭდა მხატვარ ფილიპოვიჩის წერილი, იმის შესახებ, რომ „ვეფხისტყაოსნიდან“ ცხოველის სურათების დადგმა კანდელაკისა და თამაზოვისთვის სულაც არ სურდა და მათ მხატვრის სახელი აფიშებში დაუკითხავად და შეუთანხმებლად დაბეჭდეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 31 მარტს პოლიციის მე-5 ნაწილში სტეფანე სარქისოვის სახლიდან მოიპარეს ფული და სხვადასხვა სახის ნივთები, სულ 300 მანეთისა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საგურამოში მცხოვრებ გლეხ ივანე ბულაშვილს ბეგარაში წასვლის გამო თავისი საქმის დატოვება მოუხდა და საქონელიც უპატრონოდ დარჩა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 მარტს ქუთაისში გაიმართა საურთიერთო ნდობის საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარეობაზე ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანმა უარი განაცხადა.
1888
ტიპი: თანამდებობა
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 27 მარტს ქუთაისის ბანკის საურთიერთო ნდობის საზოგადოების კრებაზე ბანკის დირექტორად კირილე ლორთქიფანიძე აირჩიეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 მარტს გაიმართა ქუთაისის ბანკის საურთიერთო ნდობის საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ბანკის ყოფილი მმართველი მალევსკი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 მარტს ქუთაისის ბანკის საურთიერთო ნდობის საზოგადოების კრების თავმჯდომარე მალევსკის თარჯიმანი ლუარსაბ ლოლუა იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 27 მარტს გაიმართა ქუთაისის ბანკის საურთიერთო ნდობის საზოგადოების კრება მალევსკის თავმჯდომარეობით. კრებაზე განიხილეს და დაამტკიცეს ბანკის წლიური ანგარიში.

