საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პავლე დადვაძის წერილი „ფარსი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ელენე დეკანოზიშვილის თხზულება „მოკვდა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ნიკოლოზის ძე ბოჭორიშვილის ლექსი „ზოგი ეტრფის პირბადრ მთვარეს, ...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ რუბრიკით „ბიბლიოგრაფია“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის წერილი გერჰარდ ჰაუპტმანის შესახებ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 მარტს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა ქართულ თეატრში წარმოადგინა ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის „მეგობრობა“ და ივანე გედევანის ძე გომართელის „დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართული დრამატული ამხანაგობა წარმოადგენდა ნ. შიუკაშვილის დრამას „მეგობრობა“ და ივანე გომართელის კომედიას „დრამატული საზოგადოების წევრი“. მონაწილეობას მიიღებდნენ: ტასო აბაშიძე, ნინო გამყრელიძე, ალექსანდრე კარგარეთელი, ნინო კრინიტსკაია (კოლხიდელი), ბ. ნებიერიძე(ისა) და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართული დრამატული ამხანაგობა წარმოადგენდა ნ. შიუკაშვილის დრამას „მეგობრობა“ და ივ. გომართელის კომედიას „დრამატული საზოგადოების წევრი“. მონაწილეობნდენ: ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე, გ. გედევანოვი (მარღიანი), ვალერიან გუნია, ალექსანდრე და იოსებ იმედაშვილები, გიორგი არადელი-იშხნელი, დავით (დათა) მგალობლიშვილი, კ. ჭელიძე, შაქრო საფაროვი და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახალხო სახლთან არსებული მუსიკალური საზოგადოება გამართავდა ოპერა „რიგოლეტოს“. დირიჟორი – ბ. ვინჩენკო, რეჟისორი – ბ. რაიტლი, ადმინისტრატორი – თ. დოლიძე. ბილეთის ფასი – 5 კაპიკიდან 10 კაპიკამდე.

1910

ტიპი: ავტორობა

15 მარტს ა. ნ. ლისოვსკი სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში (გრიბოედოვის ქუჩა) თბილისის ქალ მასწავლებელთა საზოგადოების სასარგებლოდ წაიკითხავდა ლექციას „ბეთჰოვენზე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალ სხივში“ დაიბეჭდა პავლე ებანოიძის განცხადება იმის თაობაზე, რომ მან ვაგონში დაკარგა პროვინციებში გასაგზავნი გაზეთების — „ახალი სხივისა“ და „დროების“ — 30 ეგზემპლარი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მაღაზია „ალიონში“ (გამგე ვასილ გადილია) იყიდებოდა ქართულად გამოცემული გერჰარტ ჰაუპტმანის დრამა „ფეიქრები“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახალხო სახლში გ. ბაევი წაიკითხავდა ლექციას ჰენრიკ იბსენის „ბრანდი“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 12 მარტს ალექსანდრე და არკადი მილოვების მანუფაქტურულ მაღაზიაში აფეთქება მოხდა. პოლიციამ ეჭვი მ. ს. გივიშვილზე მიიტანა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 12 მარტს გაიმართა პატივის აღმდგენი სასამართლო, რომელიც „პრესის სინდიკატის“ სახელით იყო ცნობილი. სასამართლოს თავმჯდომარე იყო ვ. ბარრო, ხოლო მდივანი — ხ. ვარდანიანი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შუამდგომლობით მიმართა მთავრობას, რათა კონსტანტინე ტურიაშვილის მიერ დატოვებული ქონებით სოფელ ასკანაში ბიბლიოთეკა დაარსებულიყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, პოლიციამ სომხური სემინარიის პედაგოგი გ. კ. ხაჟინიანი და ანანოვის საქალებო სკოლის მდივანი ს. კართაშიანი შეიპყრო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისის გუბერნატორმა იარაღის უკანონოდ შენახვისთვის ს. მელიქიანი 100 მანეთით დააჯარიმა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სავაჭრო-სამეურნეო მეთვალყურე ხარაზიანმა ყასაბ ახვერდოვს კამეჩის ხორცის ძვირად გაყიდვისთვის ოქმი შეუდგინა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 12 მარტს ერევნის მოედანზე ტრამვაის ვაგონი N31 ი. ი. აზამის ფურგონს დაეჯახა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალ სხივში“ დაიბეჭდა გლეხების წუხილი ტყეების გაყიდვის გამო. წარმოებას სათავეში ცნობილი კაპიტალისტი პალიზი ედგა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 12 მარტს ერევნის მოედანზე ტრამვაის ვაგონი N31 ი. ი. აზამის ფურგონს დაეჯახა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბათუმში დაკავებული ბილი ტალახაძე გორის ციხეში გადაიყვანეს.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 10 მარტს სოფელ წრომში, ალექსანდრე ციცქიშვილის სახლში მცხოვრები მღვდელი, ალ. დავითაშვილი მოკლეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 9 მარტს ქუთაისიდან ფოთში ჩასულმა საგანგებო საქმეთა გამომძიებელმა სენკევიჩმა პეტრე ურუშაძის ბინა გაჩხრიკა. მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი აღმოუჩინეს, ის მაინც დააპატიმრეს.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სენკევიჩი იყო რუსეთის საგანგებო საქმეთა გამომძიებელი ქუთაისის გუბერნიაში.