საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ილორის ეკლესიის მღვდელ ივანე გრიგოლიას სამრევლო სკოლის დაარსება სურდა, რომლის სასარგებლოდ მოსახლეობის მიერ გაღებულ თანხას დიაკვანი თომა დუნდუა აგროვებდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 25 დეკემბერს ერთი ქალაქელი კინტოებთან ერთად ქურდობის მიზნით თავს დაესხა ერთ-ერთი მარტყოფელის სახლს, დაპირისპირების დროს სახლის პატრონის ძმამ გვერდში ხანჯლით დაჭრა მიხეილ ფურცელაძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, კავკასიის საერო განათლების მზრუნველი პეტრე იანოვსკი იმერეთში გაემგზავრა სკოლების დასათვალიერებლად.

1888

ტიპი: გარდაცვალება

გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, 1888 წლის 25 იანვარს ქალაქ გორში ორთქლის მატარებელმა იმსხვერპლა გლეხი გიგო დუდაშვილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ლეჩხუმის ერთ-ერთ სოფელში ერთკლასიანი სკოლის შენობის შეკეთება საკუთარ თავზე აიღო ლაილაშელმა ვაჭარმა ბერუჩოვმა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ლეჩხუმის ერთკლასიან სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა ვლადიმერ ჩაგანავა, რომელიც დიდი გულმოდგინებით ასრულებდა თავის მოვალეობას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით მუხრანის ახლოს გაძარცვეს სოსია მელაძე.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი ხევსურული სიმღერები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი ვიტორიო ბერსეციოს მოთხრობის „დიაბოლინა“ მეოთხე ნაწილის გაგრძელება.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ბაქრაძის მეთერთმეტე წერილი „ქართული პალეოგრაფია“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუკა ასათიანი და ნიკოლოზ ლაზარეს ძე ყაითმაზოვი იყვნენ კანდიდატები ქუთაისის ქალაქისთავის თანამდებობაზე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 9 თებერვალს გაიმართება სპექტაკლები „ქარაფშუტა“ და „ბაიყუში“. მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები: ნატო გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, კ. მაქსიმიძე, ხუციშვილი და სხვა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მომრიგებელ-მოსამართლე სიმონ როსტომის ძე წერეთელმა გადაწყვიტა ქართულ ენაზე გამოეცა ჟურნალი „საუბარი“. ნებართვის თხოვნით წერილი გაუგზავნა პეტერბურგში ბეჭდვის საქმეთა მთავარ სამმართველოს. ჟურნალის ღირებულება წელიწადში 5 მანეთი იქნებოდა და არ დაიბეჭდებოდა მხოლოდ პოლიტიკური სიახლეები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 16 მარტს, 24:00 საათზე, მძარცველები თავს დაესხნენ ოჰაჯანოვის სახლს და მოკლეს ოჯახის დამხმარე, დაჭრეს მზარეულის დამხმარე ხეჩატურა მიხითაროვი. მომხდარს იძიებდა თბილისის პოლიციის მე-9 განყოფილება.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ივანე მაჩაბელმა თარგმნა შექსპირის ტრაგედია „ოტელო“, რომელიც ცალკე წიგნად გამოვიდოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუკა რაზიკაშვილის ლექსი „სიმღერა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 თებერვალს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე შადინოვმა ისაუბრა თბილისში რძის ვაჭრობის შესახებ. მისი კვლევით, ქალაქში ნატურალური რძის შოვნა რთული იყო, ყველგან წყალგარეული იყიდებოდა. ზოგჯერ, ძროხის ტვინით და ფქვილითაც კი იყო შეზავებული.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით გენერალ-ადიუტანტ ლევან ივანეს ძე მელიქოვის სახელზე დააარსეს სტიპენდია.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის ხაზინიდან დარაჯმა მათე ბარკისმა მოიპარა 149 მანეთის ბლანკები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 მარტს ადამიანცი მონაწილეობას მიიღებდა კონცერტში, რომელიც უნდა გამართულიყო პირველი კლასიკური გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სამთავისის სობორის მღვდელმა ესტატე მცხვეტაძემ გაზეთის მეშვეობით მადლობა გადაუხადა მორჩილ ექვთიმე ბაკურაძეს, რომელიც დაეხმარა ტაძრისთვის შემოწირულობის შეგროვებაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 8 თებერვალს თბილისის საბჭო განიხილავდა გამგეობის მოხსენებას გალუსტოვისა და ავეტიქ არუთინოვის დავის შესახებ სახლების თაობაზე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 8 თებერვალს თბილისის საბჭო განიხილავდა სვიმონ კიკვაძის თხოვნას 1885 წლის აღწერის გადასახადის შემცირების თაობაზე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 8 თებერვალს თბილისის საბჭო განიხილავდა ბარბარე ერემოვის თხოვნას, რომ გაეთავისუფლებინათ სახლის აღწერის გადასახადიდან და ხელახლა შეეფასებინათ მისი მამული.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 თებერვალს თბილისის საბჭოს უნდა განეხილა ობლების მფარველის, კაპიტან ჩარნეცკის თხოვნა, რომ ქალაქის ვალის გამო მათი სახლი არ გაეყიდათ.