რეგისტრირებული ფაქტები92163
სორტირება თარიღი კლებადობით
1971
ტიპი: ღონისძიება
1971 წელს სერგო ალექსანდრეს ძე ზაქარიაძე შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
1971
ტიპი: ღონისძიება
1971 წელს შალვა მიხეილის ძე მშველიძე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
1971
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1971 წელს შოთა ვარლამის ძე ძიძიგურს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1970
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ ისაუბრა ქართული ჯარის ნაწილზე, რომელიც რუსეთში ბაქოს გავლით უნდა ჩასულიყო, მაგრამ აზერბაიჯანში არსებული არეულობის გამო, სადგურზე იყო გაჩერებული.
1970
ტიპი: გარდაცვალება
გენერალი გიორგი კვინიტაძე 96 წლისა გარდაიცვალა 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზთან ახლოს, შატუში.
1970
ტიპი: გარდაცვალება
მამია ასათიანი გარდაიცვალა 1970 წლის 5 მარტს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
1970
ტიპი: ავტორობა
1970 წლის 12 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ ვიქტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსნის“ 5 კვლევიდან ერთი – „ვეფხისტყაოსნის საზოგადოებათა მეტყველება“ – აკლდა და გაგზავნა სთხოვა. მას ვ. ნოზაძის ნაშრომების საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადაცემა სურდა.
1970
ტიპი: ღონისძიება
1970 წლის 12 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანიდან ვლადიმერ ციბაძეს, გრიგოლ ტურაშვილს, ვალერიან თევზაძესა და ნიკოლოზ მათიკაშვილს ვიქტორ ნოზაძისგან მიღებული თამარ პაპავას წიგნი „გაბნეული საფლავები“ გაუგზავნა.
1970
ტიპი: ავტორობა
საგანგებო ბატალიონის გვარდიელების გაერთიანებულმა კრებამ (კრების თავმჯდომარე ჯუღელი და მდივანი ე. ბროკიშვილი) სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონის უფროსს სტუდენტი გვარდიელების, დავით ორაგველიძისა და ივანე კვაჭაძის შესახებ მთავარ შტაბში ინფორმაციის გადაგზავნა დაავალა. ჯუღელმა და ე. ბროკიშვილმა ამ პირების შესახებ ოქმიდან ამონაწერი გაუგზავნეს.
1970
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1970 წლით დათარიღებული შალვა მაღლაკელიძის პირადი არქივი მოწმობს, რომ იგი თავისუფლად ფლობდა: გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, ჩეხურ, პოლონურ, ქართულსა და რუსულ ენებს. მისი სამეცნიერო წოდება იყო იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სამხედრო ხაზით - გენერალი, პოლკოვნიკი.

