რეგისტრირებული ფაქტები89455
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1853
ტიპი: ღონისძიება
1853 წლის პირველ ნოემბერს რუსთა მეოთხე ბატალიონმა გენერალ-მაიორ კოვალევსკის ხელმძღვანელობით აიძულა თურქები ახალციხე დაეტოვებინათ.
1811
ტიპი: თანამდებობა
1811 წლის 8 ივლისს მიტროპოლიტი ვარლამი საქართველოს ეგზარქოსის თანამდებობაზე დაინიშნა.
1809
ტიპი: თანამდებობა
1809 წლის აგვისტოში არქიეპისკოპოსი ეფრემი დაამტკიცეს სომეხთა პატრიარქისა და კათოლიკოსის თანამდებობაზე.
1818
ტიპი: ღონისძიება
1818 წელს ეგზარქოს თეოფილაქტეს განკარგულებით თბილისის სინოდალურ კანტორაში დაიწყო მონასტრებსა და ეკლესიებში გაბნეული ქარტიებისა და დოკუმენტების შეგროვება.
1825
ტიპი: ღონისძიება
1825 წლის ივნისში გენერალ-მაიორ ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვმა მარცხი აგემა ყუბანს გაღმა მცხოვრებ მთიელებს.
1825
ტიპი: ღონისძიება
1825 წლის ივნისში გენერალ-მაიორ ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვმა ყაბარდოში აჯანყება ჩაახშო.
1825
ტიპი: გარდაცვალება
1825 წლის ივნისში ჩეჩნეთში მოკლეს გენერალ-ლეიტენანტი დიმიტრი ტიხონის ძე ლისანევიჩი.
1858
ტიპი: ღონისძიება
1858 წლის სექტემბერში დიდი მთავრები ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე და მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვები კავკასიაში ჩამოვიდნენ.
1858
ტიპი: ღონისძიება
1858 წლის 11 სექტემბერს დიდი მთავრები ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე და მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვები თბილისში ჩამოვიდნენ.
1858
ტიპი: თანამდებობა
1858 წლის 16 სექტემბერს დიდი მთავარი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვი დაინიშნა კავკასიის პირველი მესანგრეთა ბატალიონის უფროსად.
1858
ტიპი: თანამდებობა
1858 წლის 16 სექტემბერს დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი დაინიშნა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის უფროსად.
1858
ტიპი: თანამდებობა
1858 წლის 10 აგვისტოს დიდი მთავარი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე რომანოვი დაინიშნა თბილისის გრენადერთა პოლკის უფროსად.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 4 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით გურამიშვილის „დავითიანის“ განხილვა, რომელიც გამოსცა გიორგი ზალიკანიანმა, პეტრე უმიკაშვილის რედაქტორობით.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 7 აპრილის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ტარას შევჩენკოს პოემა „მუშა ქალი“, რომელიც ქართულად თარგმნა ნ. ლ-მ.
1817
ტიპი: თანამდებობა
1817 წლის 14 მაისს მთავარეპისკოპოსი თეოფილაქტე საქართველოს ეგზარქოსის თანამდებობაზე დაინიშნა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მარიამ სოლომონის ასულ კოპაძე-კვეზერელს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში დავიდოვის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვის სახლი 116 საჟენი მიწით, რომელსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისი გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მარიამ სოლომონის ასულ კოპაძე-კვეზერელის დავალიანება თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სულ შეადგენდა 2120 მანეთსა და 30 კაპიკს.

