რეგისტრირებული ფაქტები93566
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს გალაკტიონ ტაბიძე დოსტის ფსევდონიმით გაზეთ „ახალ სხივში“ პუბლიკაციებსა და ლექსებს ბეჭდავდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართულ თეატრში წარმოადგინეს შირვანზადეს „ნამუსისთვის“ და ვოდევილი „გულმა იგრძნო“, რომელშიც ვასო აბაშიძე, ტასო აბაშიძე, გედევან გედევანოვი და ნიკოლოზ გვარაძე მონაწილეობდნენ.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბათუმში, დონდუკოვ-კორსაკოვის ქუჩაზე, კ. ა. მაჭარაძისა და პ. ა. ჭეიშვილის ავეჯისა და ჭურჭლის მაღაზია ფუნქციონირებდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ექიმის თანაშემწე ბ. ბრომელმა და ქიმიკოსმა კავკაზიმ ავლაბრის აფთიაქში, რომლის მოიჯარე ბ. ზოლოტნიცკი იყო, რევიზიის დროს ფალსიფიცირებული წამლები აღმოაჩინეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე მადლობას უხდის ამელიცა მათიაშვილისას, რომელმაც ჭიათურაში სამკითხველოსთვის 25 მანეთი შეაგროვა. შემომწირველები იყვნენ: ნ. ლეჟავა, ვასილ სიმონის ძე წიტაიშვილი, გიორგი სპირიდონის ძე ნუცუბიძე, პროკოფი მესხი და სხვ.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 15 თებერვალს დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის მდივნად აირჩიეს.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 15 თებერვალს ალოიზ ბაღდანის ძე შიხინოვი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის ხაზინადრად აირჩიეს.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 15 თებერვალს ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავმა უარი განაცხადა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეობასა და წევრობაზე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 თებერვალს დეპუტატთა საკრებულოში გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების ახალი გამგეობის პირველ კრებას დაესწრნენ გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 თებერვალს საზოგადო თეატრში ბარბარე მელიქიანის სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავ საღამოზე გაბრიელ სუნდუკიანცი ქართულ-სომხურ ენაზე მომზადებული სიტყვით გამოვიდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 თებერვალს საზოგადო თეატრში ბარბარე მელიქიანის სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო საღამოზე ქართული დრამატული საზოგადოების სახელით სიტყვა წარმოთქვა ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავმა.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 14 თებერვალს იასონ ბაქრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ ქუთაისის ფილიალის გამგეობა თანახმა იყო, მონაწილეობა მიეღო საზოგადოების საერთო უწყების გამოცემაში და მათზე დაკისრებული 75 მანეთი ნაწილ-ნაწილ გაეგზავნა მთავარი გამგეობისთვის.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 თებერვალს ქართულ თეატრში გაიმართა ტასო აბაშიძის ბენეფისი მისი სცენაზე მოღვაწეობის 10 წლისთავის აღსანიშნავად.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 14 თებერვალს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს ალიოზ შიხინოვი, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი და ივანე ტიმოთეს ძე პოლუმორდვინოვი.

