რეგისტრირებული ფაქტები93566
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ლავრენტი აგლაძის თხოვნა, სწავლის გადასახადის დაფარვაში დახმარებოდნენ მის შვილს, თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მოსწავლეს. გამგეობამ გადაწყვიტა, აგლაძის გადასახადისგან განთავისუფლება გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოსთვის ეთხოვა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის დადგენილებით, საისტორიო-საარქივო სექციას პეტრე ჭარაიას ნამუშევრის განსახილველად კომისიის კანდიდატების წარდგენა დაევალა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გოგოთურ ჭინჭარაულის თხოვნა, მის ობოლ ძმისშვილ გრიგოლს სწავლის საფასურის გადახდაში დახმარებოდნენ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, გრიგოლ ჭინჭარაულისთვის მაისის ბოლომდე დაენიშნათ სტიპენდია, თვეში 8 მანეთი. ამ თანხას ის ძმები ზუბალაშვილების შემოწირულობიდან მიიღებდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გიორგი აპოლონის ძე სამხარაძე-გიასელი დაიბადა 1910 წლის 12 იანვარს ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 9 იანვარს სათავადაზნაურო თეატრში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის რეჟისორობით სპექტაკლები „მაყვალას გასამართლება“ და „შეშლილია“ დაიდგა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას წინადადება თბილისის ბიბლიოთეკებისთვის ჟურნალ-გაზეთების გამოწერის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ბიბლიოთეკები 6 თვის განმავლობაში მიიღებდნენ: „განათლებას“, „დროებას“, „მომავალს“, „ნაკადულს“, „ჯეჯილსა“ და „საქართველოს მოამბეს“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვაჟა-ფშაველას თხოვნა აკაკი წერეთლის ფონდიდან დახმარების შესახებ. გამგეობამ 5 თუმნის მიცემა გადაწყვიტა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გომარეთის მასწავლებლის მოხსენება, რომ სოფლის ყრილობამ სკოლის სამზრუნველოსთვის შეარჩია სპირიდონ ჩაჩანიძე, ნიკოლოზ რთველაძე და გიორგი რთველაძე. გამგეობამ ეს კანდიდატები დაამტკიცა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისას მოხსენება თბილისის პირველი ბიბლიოთეკის შესახებ, რომელიც დროებით დაკეტილი იყო.

