რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ზაფხულში რუსეთიდან რამდენიმე სწავლული ახალგაზრდა ჩამოვიდოდა და გრაფ უვაროვის მეუღლის ხელმძღვანელობით სხვადასხვა გვარის გამოკვლევას დაიწყებდნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „მწყემსის“ ცნობით, 1887 წლიდა იმერეთის სამღვდელოებას ჯამაგირისთვის სრულად 111 001 მანეთი მიეცემოდა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ, მოარული ხმების თანახმად, ამიერკავკასიის რკინიგზის საქმეებს ინჟინერი ოლეხინი ჩაიბარებდა.
1887
ტიპი: ორგანიზაცია
1887 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ვლადიკავკაზიდან გამოგზავნილ წერილში ავტორები ითხოვდნენ, რომ „იმერეთის სასინოდო კანტორას“ ვლადიკავკაზის ეპარქიის ოსეთის სამღვდელოებისთვის „ღვთისმშობლის სახელობაზე დაარსებული ძმობისგან“ დაბეჭდილი წიგნები განკარგულების წესით გაეგზავნა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) ვლადიკავკაზიდან გამოგზავნილი წერილის თანახმად, ოსების სამრევლოში მღვდლების უმეტესი ნაწილი ქართველები იყვნენ.
1887
ტიპი: ორგანიზაცია
1887 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ვლადიკავკაზიდან გამოგზავნილი წერილიდან ვგებულობთ, რომ ადგილობრივი ეპარქია „საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორის“ გამგეობაში შედიოდა.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე და იოსებ თომას ძე თუმანოვები ძმები იყვნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ კონსტანტინე გიტოს ძე კონტრიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ოზურგეთში მდებარე ორსართულიანი სახლი და 612 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მელქონა ნახაპეტის ძე ნახაპეტოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ახალციხეში, ალექსანდრესა და ლაშხევის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი, ქვითკირისავე სამზარეულო და 216 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წელს გომარეთის სკოლის მასწავლებელ თომა კევლიშვილის ჯამაგირი 100 მანეთს შეადგენდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანა არტემის ასულ სუკიასოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ახალციხეში, ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 245 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად დიმიტრი ჩხიკვიშვილმა 233 მანეთი შესწირა, ერასტი მაჭარაძემ — 200 მან., ბესარიონ კაკაბაძემ — 150 მან., სპირიდონ სანოძემ — 40 მან., ანტონ ბახტაძემ და ნიკოლოზ ცაგარეიშვილმა — 50-50 მან., ალექსანდრე ქუთათელაძემ — 25 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ ერმოლაოზ კანდელაკმა მოსახლეობას ფილიმონ ქორიძის მიერ შედგენილი ქართული გალობის გამოსაცემად თანხის გაღება სთხოვა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სტამბაში იბეჭდებოდა ლავრენტი ჩოხატაურელის მოთხრობა „საქვეყნო სიზმარი“.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის ივლისში აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრები, მათ შორის იყო ვასილ მანსვეტაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მასწავლებელმა ვასილ ქობულიამ ბანკში მუშაობაზე უარი თქვა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ კრიკორა ოვაკიმის ძე მურადოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ახალციხეში ალექსანდრეს ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი და 13 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ აკოფა ბაბაევის ძე ბაბაიანცს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ახალციხეში მთის სასაფლაოს ქუჩებზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 118 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ აკოფა მანუკას ძე ზარანოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ახალციხეში ერზერუმის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 140 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

