რეგისტრირებული ფაქტები90407
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის დეკემბერში პოლიციამ თებრონია რომანოვისას გაქურდვაში ეჭვმიტანილები – მოსამსახურე ალექსანდრე პაპაშვილი და მედუქნე ბაგრატ ბაინდუროვი დააკავა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პოლშინი ქუთაისში რუსული გაზეთის გამოცემას აპირებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 ნოემბერს სოფ. დიმში სტ. ბელიაშვილის ეზოდან შინაური ფრინველების მოპარვა სცადეს. ბელიაშვილმა ერთი ქურდი რევოლვერით დაჭრა. მან დანაშაული აღიარა და თანამზრახველებიც დაასახელა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. აცანაში ვ. ჩხაიძემ ცოლი მოკლა და მცირეწლოვანი შვილი დაჭრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელმა ფილიმონ დეკანოსიძემ ერმალოზ ვეფხვაძის წინააღმდეგ საჩივარი აღძრა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 27 ნოემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლომ დავით ნიჟარაძის საქმე დახურა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის პირველ დეკემბერს ალექსანდრე ივანეს ძე ურუსოვმა კოლეგებთან ერთად ადვოკატად მუშაობის ოცდაათი წლისთავი აღნიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის დეკემბერში სიღნაღში ვალერიან გუნიას ვოდევილი „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“ დაიდგა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ნ. ძიძიკაშვილი, ვ. მაისურაძისა, ო. ტერ-ასტვაცატუროვისა და ელენე ანდრონიკაშვილისა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ტიხონ ალექსის ძე ასათიანი და პავლე მეფისაშვილი ეფროსინე ბობოხიძის ქვრივსა და ობლებს 40 მანეთით დაეხმარნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბიბიკოვმა დავით ნიჟარაძეს შეურაცხყოფისთვის ქუთაისის ოლქის სასამართლოში უჩივლა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 4 დეკემბერს მეეტლე ახნაზაროვი ავლაბარში დარჩო სარქისოვს და ალექსანდრე ალიხანოვს დაეჯახა. დამნაშავე პოლიციამ დააკავა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 დეკემბერს ქუთაისის ქალაქის საბჭომ განიხილა პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილის წინადადება ქუთაისის სახელმწიფო გადასახადის შემცირების შესახებ და 18 ხმით 9-ის წინააღმდეგ თუმანიშვილის წინადადება მიიღო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ონისიმე ბაბუნაშვილის სამიკიტნოში სამმა ახალგაზრდამ იჩხუბა. პოლიციამ ახალგაზრდები დააკავა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ მიხედვით, პავლე თუმანიშვილმა თბილისის გამგეობას აცნობა, რომ 10 000 მანეთი, რომელიც 1907 წელს თავადაზნაურობამ უმაღლესი სასწავლებლის სასარგებლოდ გადადო, თავად-აზნაურთა 1913 წლის ხარჯთაღრიცხვაში შეიტანეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს თბილისის გამგეობას 100 000 მანეთად ა. ს. ყორღანოვის სახლის შეძენა სურდა, მაგრამ თანხის უკმარისობის გამო გადაიფიქრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პავლე თუმანიშვილმა აკაკი წერეთლის პოემა „თორნიკე ერისთავის“ გამოცემა გადაწყვიტა.

