საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოწაფეთა დამხმარე საზოგადოებამ მუსიკალურ-დრამატული საღამოს გასამართად გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა მ. ე. შევჩენკოს, პ. ი. პავლინცს, ნ. თ. პერედერეის, ვ. ლ. სამარინსა და ვ. ა. კროტკოვს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ლეონ ჯოჯუა ქალაქ ევლახის საფოსტო კანტორაში ზედამხედველად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ა. პივოვარსკი საქმისმწარმოებლის თანაშემწედ დაინიშნა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში ნედზვეცკი თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის მდივნად დაინიშნა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის მდივანი ნიკოლოზ არღუთაშვილი თავისი სურვილით გაათავისუფლეს სამსახურიდან.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 3 ნოემბერს სოხუმის თეატრში აღათი შარვაშიძის ინიციატივით დაიდგა 3 სპექტაკლი – „ძუნწი“, „ცოლი თუ გინდათ, ეს არის“, „ოინი თუ გინდათ, ეს არის“. სპექტაკლებიდან შემოსული თანხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის უნდა გადაეცათ.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში ეპიფანე კეთილაძემ თბილისის ფოსტაში დაიწყო მუშაობა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში თელავის სამაზრო ხაზინის ხაზინადარი მეღვინეთხუციშვილი ავადმყოფობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ქირურგი სობესტიანსკი მიხეილის საავადმყოფოში მუშაობდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიაში“ სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის ფელეტონი „მეველე“ დაიბეჭდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ოზურგეთში ღარიბი მოსწავლეების მხარდასაჭერად გაიმართა კონცერტი და წარმოდგენა „თამარ ბატონიშვილის“ მესამე ნაწილი, რომელშიც ცამციშვილი და ტა-ლი მონაწილეობდნენ.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 1-ლი მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ქალაქის საბჭოზე სიტყვით გამოსული „გამცემი კასსის“ დირექტორი ყაზარიანცი გირაოს პატრონებისთვის სარგებლის გადახდის დადგენას ითხოვდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ვასილ ანტონის ძე ბალანჩივაძე ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების მიერ გამართულ მუსიკალურ-დრამატულ საღამოში მონაწილეობდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბარნაბა ქარცხიას ყაჩაღობისთვის 8 წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 23 ნოემბერს სასამართლო პალატამ განიხილა ანტონ ბასილიას საქმე. მას 6 წელი მადნებში მუშაობა დარჩა მოსახდელი.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წელს ბარნაბა ქარცხია ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილიდან ხარკოვის საკატორღო სატუსაღოში გაგზავნეს.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ სომხური გაზეთის „ნორ-დარის“ ცნობით, ავლაბრის ეჩმიაძინის წმ. გიორგის სამრევლო სასწავლებელს ივანე ალექსის ძე ჩითახოვმა 150, თომა დავითის ძე ფრიდონოვმა და ბუგდან ყაზაროვმა 50-50 მანეთი შესწირეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფილუ გახარიას გლეხთა განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს იოსებ ჯაფარიძის დაჭრა ედებოდა ბრალად.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ ჯაფარიძე პრინცესა მიურატის ქონების მმართველი იყო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ 4, 11, 18, და 23 მარტს ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვე კავკასიის სამეურნეო საზოგადოებისთვის ლექციებს წაიკითხავდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 1-ლი მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ თბილისში საგალობლების ნოტებზე გადასაღებად ჩამოსულ პოლიევქტოს კარბელაშვილს ამ საქმის მცოდნე მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვი პეტერბურგში დახვდა წასული.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) სარედაქტორო წერილში ავტორი გულისტკივილს გამოთქვამდა იმის გამო, რომ თბილისთან ახლომდებარე, შეძლებულ სოფელ დიღომში ერთი სკოლაც არ იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ჯალალ-ოღლის საფოსტო განყოფილების მოხელე ხაჩატურ ავაქიანი ვორონცოვზე მდებარე საფოსტო განყოფილებაში გადავიდა სამუშაოდ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ალექსანდროპოლის ფოსტის კანტორის მაღალი რანგის დამკვირვებელი სამსონ ცხადაძე თბილისის ტელეგრაფის კანტორაში გადავიდა სამუშაოდ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ელენე ჯინოშვილისა ქუთაისში უფასო სამკითხველოს ფონდისთვის ბაზრობის მოწყობას აპირებდა.